"კანონიერი ქურდი" და ე.წ სხადნიაკები ოზურგეთში
- 2015-11-27 09:06:28
- 1303 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ოზურგეთს კიდევ ერთი კანონიერი "ქურდი სტუმრობდა". რამდენიმე დღიანი ე.წ სხადნიაკების შემდეგ ირაკლი კილაძემ გურია დატოვა და თურქეთის გავლით უკრაინაში გადავიდა, ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, "გურიის მოამბის" გადაცემა 'მთავარ თემაში" მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა და "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დავით მჟავანაძემ გააჟღერა.
მისივე თქმით, ქურდული გარჩევები ოზურგეთში დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიტუაციის დალაგებასა და წილების გადანაწილებას ეხებოდა: "ადამიანმა უპრობლემოდ გადმოლახა თურქეთი-საქართველოს საზღვარი, ჩამოვიდა ოზურგეთში, რამდენიმე დღე დარჩა. იყო საქმის გარჩევები, გადავიდა ისევ თურქეთში და მერე უკრაინაში. ეს ყველაფერი ხდება და ამის შესახებ ინფორმაცია არა აქვს სამართალდამცავებს, ან აქვს და მალავს. აქ პრობლემა ისაა, რომ კანონერ ქურდს ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლია უპრობლემოდ შემოვიდეს ქვეყანაში, მოაწყოს ხადნიაკები და ასევე უპრობლემოდ დატოვოს ქვეყნის საზღვარი"-განაცხადა დავით მჟავანაძემ.
თეა იოსელიანი, გურია
newposts.ge