აი რას წერს ხატია სიჭინავა თავისი შვილების ძიძებზე!
- 2015-11-27 12:37:39
- 1637 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ბოლო დროს სანდო ძიძების მოძიებისა და მათი შერჩევის საკითხი საკმაოდ აქტუალურ პრობლემად იქცა. მას შემდეგ რაც „ნანუკას შოუში“ ეს თემა გაშუქდა და რამდენიმე ფაქტი გახმაურდა ძიძების შესახებ, თუ როგორ ეპყრობიან ისინი პატარებს, ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში თავისი ბავშვების ძიძებს მადლობას სახალხოდ უხდის. როგორც ჩანს ხატიას მისი შვილების აღმზრდებელში, რომლებიც მას სამი შვილის გაზრდაში უკვე წლებია ეხმარებიან ძალიან გაუმართლა.
„ხშირად მესმის საყვედურები ძიძებზე, მართლა ძნელი ასარჩევია ადამიანი, რომელსაც შენს შვილებს ანდობ. მე მაინც იღბლიანი ვარ. ორი მყავს და ორივე საუკეთესო. ერთი პირველი შვილიდან მომყვება, მეორე ორი წელია ჩვენთან არის და მართლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ოჯახის წევრები არიან. ჩვენც და ჩვენს შვილებსაც უზომოდ გვიყვარს. ზოგჯერ ვფიქრობ რა ძნელი იქნება მათ გარეშე ცხოვრება. აქედანვე ვეძებ მიზეზებს მათი ხანგრძლივი ყოფნისთვის ჩვენთან. მიყვარხართ მე თქვენ გოგოებო და ყველამ გაიგოს რომ მსოფლიოში საუკეთესოები ხართ Tamuna Leonidze Sofo Sofromadze“- წერს ხატია სიჭინავა ფეისბუკში.
newposts.ge