სულის შემძვრელი, ძველებური წეს-ჩვეულებები

ინდონეზიაში არის კუნძული მენტავაი, რომლის მცხოვრებლებს მიაჩნიათ, რომ სრულყოფილი სილამაზე წამახვილებული კბილებია. როგორც კი სიმწიფის ასაკს გადააბიჯებს, ყველა თავმოყვარე გოგონა იჩქარის ადგილობრივ დანტისტთან ვიზიტს - კბილების მოსაწესრიგებლად. ამის გარეშე გათხოვების არანაირი შანსი არ აქვს. ამ კუნძულის მცხოვრებთათვის წამახვილებული კბილები სექსუალურობის განსახიერებად ითვლება.