რატომ ირჩევენ გოგონები გამოსაქვეყნებლად ყოველთვის მე-6 სელფს?
- 2015-11-29 19:28:27
- 2434 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ბრიტანელებმა ჩაატარეს სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალები მხოლოდ მე-6 ჯერზე გადაღებული სელფებით არიან კმაყოფილნი - იუწყება The Daily Mail.
კვლევა ჩატარდა სატელევიზიიო არხ ITV-ზე გამავალი პროგრამის "დილა მშვიდობისა, ბრიტანეთო" დაკვეთით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 5 ათასმა ადამიანმა.
ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ სელფების გადაღებისას ქალები ჩვეულებრივ შლიან პირველ ხუთ ფოტოს და მხოლოდ მეექვსე ჯერზე გადაღებულს მიიჩნევენ ღირსად სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებისთვის. მამაკაცები კი სასურველ შედეგს მეოთხე ჯერზე აღწევენ.
ექსპერტებმა ასევე გაარკვიეს, რომ ქალების 15% და მამაკაცების 19% ახდენს სოციალური ქსელებისთვის განკუთვნილი ფოტოების პროგრამულ დამუშავებას: ამოჭრას, კორექციას და ა.შ.
intermedia.ge