რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს? - ასტროლოგები გვირჩევენ

2016 წლის შესახვედრად სხვა ტრადიციებთან ერთად აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ჩაცმულობაც. გასათვალისწინებელია ის რჩევები, რომელიც სამოსის სტილსა თუ ფერს შეეხება. ამიტომ შეეცადეთ ცეცხლოვანი მაიმუნის წელს სათანადოდ შემოსილი შეხვდეთ, რათა მთელი წელი წარმატებული გქონდეთ.
ვერძი: სასურველია, ჩაცმულობაში ბევრი ლურჯი, იასამნისფერი და შავი ტონები ფიგურირებდეს. ქალბატონმა ვერძებმა კი ჭრელ სამკაულზე გააკეთეთ არჩევანი.


კურო: ასტროლოგები საახალწლო ღამეს კლასიკური სტილის ჩაცმას ურჩევენ, რა თქმა უნდა, შესაფერისი აქსესუარებით. რაც შეეხება ფერებს, ესენია: ღია ვარდისფერი, ატმისფერი, ცისფერი, მწვანე.

ტყუპები: უმჯობესია თუ ახალი წლის ღამეს სადა სამოსს შეარჩევთ. სასურველია, რასაც ჩაიცვამთ მარტივი ფორმის და სტილის იყოს, ზედმეტი გადატვირთვის გარეშე. აქცენტი თავსაბურავებსა და აქსესუარებზე გააკეთეთ. ფერებიდან კი იპირატესობა ღია მწვანე, ცისფერი და ვარდისფერი.

კირჩხიბი:
ახალი წლის ღამეს ვერცხლისფერი, ოქროსფერი ან ბაცი ვარდისფერი სამოსი დაამშვენებთ ყველაზე მეტად. ქალბატონ კირჩხიბს ასტროლოგები ურჩევენ, სამკაულებიდან უპირატესობა მარგალიტს მიანიჭონ.

ლომი: ასტროლოგები ურჩევენ, არც ახალ წელს უღალატონ საკუთარ ეპატაჟურ ბუნებას და ქალბატონებმა მაქსიმალური გამჭვირვალობის მქონე, წელში გამოყვანილი კაბა შეარჩიონ სადღესასწაულო ღამის შესახვედრად, ხოლო მამაკაცებმა აქცენტი ისეთ სამოსზე შეაჩერონ, რომელიც მათი ყოველდღიური სტილი არ არის, თუმცა ახალი წლის ღამეს თავს უფლებას მიეცემენ იყვნენ განსხვავებული. აქცენტი ღია ფერებზე შეაჩერეთ, სასურველია ღია მწვანე.

ქალწული:
საახალწლო გარდერობის შერჩევისას, მრავალფენოვან სამოსზე უნდა შეაჩეროს არჩევანი. ჩაცმულობაში გამოიყენეთ წითელი ან ნარინჯისფერი.

სასწორი: ნებისმიერ სამოსში გამოიყურებიან უზომოდ მომხიბვლელად. საახალწლოდ ასტროლოგების აზრით, მათ შეუძლიათ უპირატესობა მიანიჭონ ფერებს, ღია ტონის ლურჯი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი და ბაცი ცისფერი.

მორიელი: გამოირჩევიან მუქი ტონების, კერძოდ კი, შავი ფერის სიყვარულით. საახალწლოდ მორიელი შავი ან წითელი ფერის სამოსში იქნება განუმეორებლად მომხიბვლელი.

მშვილდოსანი: 2016 წელთან შესახვედრად, ასტროლოგები ძირითადად აქსესუარებზე ურჩევენ მაქსიმალური აქცენტის გაკეთებას. ჩაცმის სტილი, თავისუფალი და სადა უნდა იყოს. ქალბატონებმა, ზომიერება გამოიჩინონ ვარცხნილობის შერჩევისას. სასურველია, საახალწლოდ თქვენი თმა ბუნებრივად გამოიყურებოდეს.

თხის რქა: ასტროლოგები ურჩევენ, საახალწლო ღამეს დახვეწილობისა და გრაციოზულობის ეტალონად აქციონ საკუთარი თავი. თქვენი იმიჯი საახალწლოდ კლასიკურობისა და ელეგანტურობის ნაზავი უნდა იყოს.

მერწყული: ასტროლოგები ურჩევენ საახალწლო სამოსზე მეტად ყურადღება მიაქციოს აქსესუარების სწორად შერჩევას. იმიტომ რომ ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის დამახასაითებელი სწორედ აქსესუარებისადმი დიდი სიყვარულია, მაიმუნი ფრიად იხიბლება ამგვარი დეტალებით. ქალბატონებო, კაბის ფორმას და სტილს რაც შეეხება, საუკეთესო ვარიანტია ამ მხრივ მაქსი სტილის, ნახევრადგამჭვირვალე კაბა, რომელიც გამოკვეთს წელის და თეძოების არეს.

თევზები: უმრავლესობა გიჟდება გემოვნებით ჩაცმა-დახურვაზე. განსაკუთრებით კი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ორიგინალური თავსაბურავები და ბეჭდები მოსწონთ. ასტროლოგები გირჩევენ საახალწლო ღამეს, თქვენივე სტიქიის ტონებს მიანიჭოთ უპირატესობა – ცისფერი, მწვანე, ფირუზისფერი.



newposts.ge