მან ერთჯერად ჭიქებში ხვრელი გააკეთა და ისინი საახალწლო დეკორაციად გადააქცია (ვიდეო)

დეკორის ასეთი ორიგინალური ელემენტის გაკეთებისთვის თქვენ ბურღი (დრელი), 50 ერთჯერადი პლასტიკური ჭიქა და 50 ნათურებიანი საახალწლო გირლიანდა დაგჭირდებათ. პირველ რიგში, ჭიქები ნაწილებად გაყავით: 12 ჭიქა, 9 ჭიქა და 4 ჭიქა.(ანუ სანათის თითო ნაწილისთვის 25 ჭიქაა საჭირო). ამ რაოდენობიდან ნახევარსფეროს მიიღებთ. მეორე სფეროს გაკეთებისთვის ჭიქები ანალოგიურად გადაანაწილეთ. ახლა კი, ჭიქებში დრელით ხვრელი გააკეთეთ, ისე როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. ხვრელის დიამეტრი ნათურის დიამეტრს უნდა შეესაბამებოდეს, ამის შემდეგ, ნაწილებად დაყოფილი ყველა ჭიქა ერთმანეთს უნდა მიამაგროთ. იდეის ავტორი ამისთვის სტეპლერს იყენებს. ახლა კი, მიღებული წრეები ისე შეაერთეთ, რომ 2 ნახევარსფერო მიიღოთ. ამის დროს, შეგიძლიათ ჩვეულებრივი სარეცხის სამაგრები გამოიყენოთ. ნათურების გაყვანის შემდეგ კი, ყველა ჭიქა 1 სფეროში გააერთიანეთ.

aww.ge