ჭუჭუ არ გნებავთ ბატონოოო - დღის ანეგდოტი

გოგოსვანიიძების რესტორანია ერთი ცნობილი ქუთაისში, ხოდა თბილისელები შევიდნენ , სუფრას მოუხდნენ... ოფიციანტი მივარდა ეგრევე , რა გნებავთ ბატონოოო??
ამოხედეს ალმეცერად და ეუბნებიან, შოკო გვინდაო, ეგ რაა ბატონოო( რა იცის საწყალმა ოფიციანტმა , მაყვალში ჩადებული წიწილის მეტი, ქუთაისში) შოკო, შოკოლადიაო, კიდევ რა გნებავთო, კიდევ შამპოო უთხრეს მედიდურად, ეგ რააა ბატონოო, ეგ შამპანიურიაო, კიდევ რა გნებავთ ბატონოოო , კიდევ ხიხი-ო, ეგ რაა ბატონოოო, ეგ ხილი ბიჭო ხილიო, კი ბატონოო უთხრა ოფიციანტმა.. ეხლავე მოგართმევთო.. ერთი წამით შეყოვნდა, ჭუჭუ არ გნებავთ ბატონოოო.. ეგ რა გვაკადრეოოო, წამოეშალნენ საწყალ ბიჭს თბილისელები.. ჭუჭუ ბატონო, ჭურჭელიაო, უთხრა აცრემლებულმა ოფიციანტმა....მოგართმევთ თუ გნებავთო, ისე როგორ იქნებაოოო


mediamall.ge