საშინელი ფაქტები ღალატზე, მამაკაცებზე და სექსზე...
- 2015-12-01 06:18:39
- 2519 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მამაკაცები, რომლებიც ღალატობენ, ქორწინებაში უფრო ბედნიერები არიან
თუ შენი პარტნიორი თქვენი ურთიერთობით სავსებით კმაყოფილია, ეს მისი ერთგულების გარანტი არაა. რუტერსის უნივერსისტეტის მონაცემების თანახმად, დაქორწინებული მამაკაცების 56 %-მა, რომლებიც ცოლებს ღალატობენ, თამამად თქვეს, რომ ბედნიერები არიან.
მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი წყვილები, უფრო ხშირად ჩხუბობენ
ბედნიერი წყვილები კვირაში ერთხელ მაინც ჩხუბობენ. ფლორიდას შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ წყვილები, რომლებიც ერთმანეთს პირში ეუბნებიან ყველაფერს და არ უმალავენ არაფერს, უფრო ბედნიერები არიან. მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ!
უშვილო წყვილები უფრო ბედნიერები არიან
სანამ მშობლები შვილებზე ნერვიულობენ და ნორმალურად ვერ იძინებენ, დიდი ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტმა აღმოაჩინა, რომ უშვილო წყვილები რომანტიკით და ცხოვრებით უფრო დიდხანს ტკბებიან. მეცნიერებმა განმარტეს, რომ მშვილების არ ყოლის დროს, ადამიანები მეტ დროს ერთმანეთის ურთიერთობაზე მუშაობას უთმობენ.
ადრეულ სექსს ურთიერთობის მალე დასრულებისკენ მიჰყავხართ
მიჩნეულია, რომ ბედნიერი წყვილები სექსუალურად აქტიურები არიან. რა თქმა უნდა სექსი კარგია, მაგრამ სიჩქარე არ ვარგა: კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 600 წყვილი გამოკითხეს და გაარკვიეს, რომ ურთიერთობის დაწყებიდან, რაც უფრო მალე ამყარებდნენ სექსუალურ კონტაქტს, მით უფრო ნაკლები ხანი გრძელდებოდა მათი თანაცხოვრება.
სოცქსელებში თქვენი ურთიერთობების „გამოფენა“ - მათ გაფუჭებას ნიშნავს
ისინი, ვისაც ერთობლივი სელფების და სტატუსების გამოქვეყნების გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ, ფრთხილად იყავით! გამოკვლევის თანახმად, „ფეისბუქში“ ოფიციალური სტატუსის მქონე წყვილები უფრო ხშირად შორდებიან.
მოამზადა ელენე გურიელმა
mediamall.ge