ულამაზესი 17 წლის ავსტრიელი გოგონა ISIS-ში სასტიკად მოკლეს

ბოსნიური წარმოშობის ავსტრიელი გოგონა, 17 წლის სამრა კესინოვიჩი მას შემდეგ ჩაქოლეს, რაც გოგონამ გადაწყვიტა "ისლამური სახელმწიფოს" რიგები დაეტოვებინა.

2014 წლის აპრილში 17 წლის სამრა კესენოვიჩი და მისი დაქალი 16 წლის საბინა სელიმოვიჩი, რადიკალური ისლამის იდეებით მოიწამლნენ და გადაწყვიტეს ავსტრიის დედაქალაქიდან სირიაში გაქცევა.მშობლებს წერილი დაუტოვეს:"არ გვეძებოთ, ჩვენ მოვემსახურებით ალაჰს და მისთვისაც თავს გავწირავთ."
ისინი ორივე ისისის მებრძოლებს გაყვნენ ცოლად ელ-რაქაში, რომელიც "ისის" დედაქალაქად ითვლება.

16 წლის საბინა ბრძოლის დროს დაიღუპა გასული წლის ბოლოს, ხოლო სამრას ადგილსამყოფელი დღემდე უცნობი იყო.

გოგონას მოკვლის ფაქტი დაადასტურა ტუნისელმა გოგონამ, რომელიც ტერორისტებს თავად გამოექცა, როგორც მან აღნიშნა, სამრა გაქცევის მცდელობის შემდეგ ბოევიკებმა ქვებით ჩაქოლეს.

ცნება "სექს-ჯიჰადი" 2013 წლიდან გამოჩნდა, როდესაც ექსტრემისტების ლიდერებმა გოგონებს მოუწოდეს ჩამოსულიყვნენ სირიაში და ინტიმური მომსახურეობის მხარდაჭერით დახმარებოდნენ ბოევიკებს ურწმუნოებთან და პრეზიდენტ აშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ისის წევრებს სწამთ, რომ თუ ქალს მოკლავენ სამოთხეში მოხვდებიან.



presa.ge