რატომ არ შეიძლება მობილურზე საუბარი, როდესაც იგი იტენება

ალბათ ბევრ ჩვენგანს გაუგია, რომ როდესაც ტელეფონი დატენვის პროცესშია, არ შეიძლება ლაპარაკი მისი მეშვეობით, მაგრამ რატომ არ შეიძლება ეს ცოტამ თუ იცის.

დღეს მოგიყვებით ამასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ, რათა მომავალში ფრთხილად იყოთ და თავი დაიცვათ.

როდესაც ტელეფონი იტენება, იგი ძალიან ცხელდება. მართალია იგი ჩვეულებრივად გამოიყურება, მაგრამ ის, რაც შიგნით ხდება ჩვენ ვერ ვხედავთ. იყავით ფრთხილად, იმ შემთხვევაშიც კი თუ სარგებლობთ კონკრეტული ტელეფონით დიდხანს და ენდობით. თუკი გაჯეტს აქვს პატარა დეფექტი (ან მოგეხსენებათ, რომ ხშირად ქსელში ძაბვაა), როდესაც ტენი ტელეფონს მისი აფეთქების შანსი ბევრად იზრდება!

არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც დატენვისა და ლაპარაკის დროს ტელეფონი აფეთქებულა. შედეგი კი საშინელია: დამწვრობა, ყბა-სახის ტრავმა, ხედვისა და აზროვნების პრობლემა და ა.შ შედეგები შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ ერთნაირად საშინელი.

ასევე საშიშია, როდესაც ტელეფონს იყენებენ ბავშვები, დღეს ხშირად რთულია მოწყვიტო ისინი თამაშებს ტელეფონის დატენვის დროსაც, რაც არაა უსაფრთხო!

უსაფრთხოების ზომები ტელეფონის დატენვის დროს:

1. არ გამოიყენოთ მობილური ტელეფონი, როდესაც იგი იტენება;

2. არ ისაუბროთ და არ ითამაშოთ ტელეფონის მეშვეობით, როდესაც იგი იტენება;

3. როდესაც ტელეფონი იტენება, არ მოათავსოთ იგი საწოლზე ან სწრაფად აალებად ზედაპირზე;

4. თუ ტენით ტელეფონს და გირეკავენ, მანამ, სანამ უპასუხებთ ზარს, გამორთეთ იგი შესაერთებლიდან.

გაუზიარეთ ეს სერიოზული ინფორმაცია თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს, რათა ააცილოთ ნებისმიერ დროს მოსალოდნელ საფრთხეს, რომლის შესახებაც დიდი შანსია, რომ მათ არ იციან.


presa.ge