ქალური საიდუმლოებები - რას გვიმალავს მდედრობითი სქესი

ყველაზე გულწრფელ ქალებსაც კი აქვთ თავისი საიდუმლოებები. შენი აზრით რა საიდუმლოებებზეა საუბარი?

წარსული
წიგნის "უშიშარი ფლირტის" ავტორი რეიჩელ დეალტო გვირჩევს ქალს ინტიმური წარსულის შესახებ ზედმეტი კითხვები არ დავუსვათ. არასაკმარისი პარტინიორების რიცხვი და სექსუალური გამოცდილება ან პირიკით, შესაძლოა, ქალი დაამორცხვოს. მითუმეტეს ამ კითხვის დროს ვერ გაიგებ რა აზრები გაუჩნდება მას თავში. ამიტომ ჯობია ეს საიდუმლო არასდროს გაიგოთ.



ფული
ჩვენს დროში ვის არ აქვს კრედიტები? ეს კი ყველაზე მეტად ქალებს ეხება, რომლებსაც ფული დაგვერწმუნებით კაცებზე მეტად სჭირდება. ასეთ დროს ფსიქოლოგი და ოჯახური ურთიერთობის ექსპერტი ტერი ორბუხი გვირჩევს ქალს ფინანსური კითხვებით თავი არ მოვაბეზროთ.

ყოფილი
არ დაუწყოთ დაკითხვა ქალს, როცა ის ყოფილი შეყვარებულის ცხოვრებით ინტერესდება. დეალტო გვირჩევს მშვიდად გავიგოთ ამის მიზეზი. შესაძლოა აქტიურმა ქმედებებმა თქვენი ურთიერთობა გააფუჭოს. ამიტომ ჯობია ამ დროს თქვენი ყველაზე კარგი თვისებები გამოიჩინოთ, რომ ქალს საბოლოოდ გაუქრეს ყოფილი პარტნიორის მიმართ ინტერესი.



მაკიაჟი
კიდევ ერთი ქალური საიდუმლო მაკიაჟია. ვინ იცის მის უკან რა იმალება. უთხარით საყვარელ ქალს, რომ ის უმაკიაჟოდაც ლამაზია და იქნებ მისი ბნებრივი სილამაზის მომსწრეც გახდეთ.

სექსი
წიგნის "სექსუალური ეიფორიას" ავტორი ჯორჯ მუფარეი ამბობს:

"თუ ქალი საკუთარი ინტიმური წარსულის შესახებ დუმს, მაშინ შენთან არც თუ საუკეთესო სექსი აქვს, მაგრამ ამის გამო პანიკაში ნუ ჩავარდებით, რადგან ქალს პირველ რიგში თავში აქვს და მერე სხეულის ნაწილებში". ამიტომ იყავით კარგი პარტნიორი, ხოლო სექსუალურ ცხოვრების გამოსწორებას აუცილებლად შეძლებთ.

ჟურნალ "სექსი და ოჯახური თერაპიას" კვლევების მიხედვით, რომელიც 2011 წელს ჩატარდა, აუცილებელი არაა საუკეთესო საყვარელი იყოთ, რომ ქალი ორგაზმამდე მიიყვანოთ. მამაკაცებს, რომელსაც ეს მოსაზრება გააზრებული აქვთ, 65 პროცენტით უფრო მეტი შანსი აქვს ქალი ბედნიერი გახადოს.