აი რას წერს მელაძის ყოფილი ცოლი ქმარზე...
- 2015-12-02 18:57:05
- 1185 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ვალერი მელაძის ყოფილი ცოლი ირინა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ოჯახურ ტრაგედიაზე ალაპარაკდა. მისი თქმით რუსული ესტრადის ქართველ ვარსკვლავს წლების წინ ვაჟი გარდაეცვალა. ბიჭუნა დაბადებიდან 10 დღის შემდეგ გამოეთხოვა სიცოცხლეს.
„ვალერი ყოველთვის აქტიურად იყო დაკავებული კარიერით. ბავშვის დაბადებისასაც გასტროლებზე იმყოფებოდა. ტელეფონის ნომერი დაგვიტოვა, რომელზეც არავინ პასუხობდა. დედაჩემი ამაოდ ცდილობდა მასთან დაკავშირებას და ჩემი და ბავშვის მდგომარეობის შეტყობინებას.
ბავშვის გარდაცვალების დღეს მოულოდნელად დაბრუნდა, დაკრძალვის საქმეები მოაგვარა და რამდენიმე დღეში ისევ წავიდა გასტროლებზე.
საშინელება იყო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. აგონიაში ვიყავი, საზარელი ტკივილი განვიცადე. მადლობა ღმერთს 3 თვის შემდეგ ისევ დავვორსულდი და დაიბადა ჩემი ქალიშვილი ინგა.“ - განაცხადა ირინამ რუს ჟურნალისტთან საუბრისას.
ოჯახურ ტრაგედიასთან ერთად ირინამ ქმართან განშორებაზეც ისაუბრა.
„სასაცილოა, მაგრამ მე მას არაერთხელ გადავუხადე მადლობა ჩემი მიტოვებისთვის. წარსულს, რომ ვიხსენებ ვხვდები თურმე ძაღლის კონსერვებს ვჭამდი და მეგონა იკრა იყო. განქორწინების შემდეგ ვალერისთან მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ვურთიერთობ“ - აღიარა მომღერლის ყოფილმა ცოლმა.
ცნობისთვის ვიაგრას სოლისტმა ალბინა ჯაბაევამ მელაძეს ორი ვაჟი კონსტანტინე და ლუკა მაშინ გაუჩინა, როდესაც ვალერი და ირინა ჯერ კიდევ დაქორწინებული იყვნენ.
droni.ge