აი ასე ექცეოდნენ ქალებს, რომლებსაც ნაცისტებთან ურთიერთობა ჰქონდათ...

მეორე მსოფლიო ომი მთელი ქვეყნიერებისთვის სერიოზულ გამოცდად იქცა. როგორც ყვენალაირ კომფლიქტურ სიტუაციებში, მოიძებნებოდნენ ისეთებიც, რომლებიც მტერთან დამეგობრებას ცდილობდა...მას შემდეგ რაც ევროპელებმა ოკუპანტების მოშორება შეძლეს, ბევრ ქალს, ხალხის რისხვის საკუთარ თავზე გამოცდა მოუწია. თუ მათზე ეჭვი ჩნდებოდა, რომ გერმანელ ჯარისკაცებთან რაიმე ურთიერთობა ჰქონდათ, მათ სასტიკად სჯიდნენ.



ასეთი სახის დასჯები, განსაკუთრებით პოპულარული საფრანგეთში იყო. მრავალწლიანი ოკუპაციის შემდეგ ამ გოგონებზე იყრიდნენ ჯავრს...ქალებს თმებს პარსავდნენ, ახატავდნენ ან უწვავდნენ ტანზე სვასტიკას, ნახევრად შიშველ მდგომარეობაში ქუჩებში დაატარებდნენ.



ზოგიერთი ადამიანი ამ ქალების დასჯაში მონაწილეობას იღებდა, იმის გამო, რომ მათზე ეჭვი არ გასჩენოდათ. ზოგიერთ ქალს სიკვდილით სჯიდნენ...სხვები დამცირებას ვერ უძლებდნენ და თვითმკვლელობით ასრულებდნენ ცხოვრებას...



საზოგადოება ასევე უარყოფდა ბავშვებს, რომლებიც ასეთი სახის ურთიერთობების შედეგად იბადებოდნენ. სომერსეტ მოემი თავის მოთხრობაში „დაუმორჩილებელი“ აღწერს ქალს, რომელიც გერმანელი ჯარისკაცისგან გაჩენილ შვილს კლავს. ეს სულაც არაა გამოგონილი ამბავი, ასეთი შემთხვევები მართლა ხდებოდა...



ნორვეგიაში ასეთი დაახლოებით 15 ათასი ქალი აღმოჩნდა. მათ გერმანელებისგან 5 ათასი ბავშვი გააჩინეს. ომის შემდეგ ასეთ ბავშვებს „გერმანული ხიზილალა“ უწოდეს და პრაქტიკულად არასრულფასოვნებად შერაცხეს.



ამბობენ, რომ ზოგიერთ ასეთ ბავშვზე ახალ წამლებსაც ცდიდნენ. მხოლოდ 2005 წელს ამ უდანაშაულო მსხვერპლებმა კომპენსაციის სახით 3 ათასი ევრო მიიღეს.





































მოამზადა ელენე გურიელმა



mediamall.ge