6 ნიშანი იმის, რომ შესაძლოა გულის შეტევა დაგემართოთ:


კვლევების თანახმად, დადგინდა, რომ გამოკითხულთა 92%, გულის შეტევის სიმპტომად მკერდის არეში დისკომფორტს ასახელებს. თუმცა ამ სიმპტომების შესახებ ყველამ უნდა ვიცოდეთ, იმისთვის, რომ დახმარება დროულად გამოვიძახოთ.


დისკომფორტი გულმკერდის არეში
ზოგი გულმკერდის არეში სიმძიმეს, ზოგი წვის შეგრძნებას, ან შეკუმშვას გრძნობს. ამ დროს ყველაზე კარგი გამოსავალია, ექიმთან კონსულტაცია გაიაროთ.

დაღლილობის შეგრძნება
დაღლილობა ყოველგვარი მიზეზების გარეშე, შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ გულის შეტევა ახლოვდება. ამ დროს, დღის განმავლობაში ხშირად გეძინებათ.

გაციების სიმპტომები
გაციება, რომელიც ქრონიკულში გადადის, ხშირად მოახლოებული გულის შეტევის ერთ–ერთი სიმპტომი არის. ყურადღება მიაქციეთ თეთრ ან ვარდისფერ ლორწოს ხველის დროს და აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

შეშუპება
თუ ხშირად გაწუხებთ ფეხების, ტერფების და მუხლების შეშუპება, შესაძლებელია ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი გული სათანადოდ ვერ მუშაობს.

თავბრუსხვევა
თუ მუდმივ თავბრუსხვევას გრძნობთ, ექიმს აუცილებლად მიმართეთ. ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ ტვინი საკმარის ჟანგბადს ვერ იღებს.

ქოშინი
გული და ფილტვები უნისონში მუშაობენ, ამიტომ როცა გული ცუდად მუშაობს, ფილტვები ჟანგბადის საკმარის რაოდენობას ვერ იღებენ, ეს კი ქოშინს იწვევს. ეს სიმპტომი, შეტევამდე 1 თვით ადრე შეიძლება გაგიჩნდეთ, ამიტომ მას ყოველთვის დიდი ყურადღება მიაქციეთ.

თუ ეს სიმპტომები გაქვთ, აუცილებლად ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ, გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას.





aww.ge