"გოგონი, კაცის თბილი არ გინდა..."- რა მოხდა ბუკიას ბაღთან
- 2015-12-04 08:38:14
- 1679 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ფეისბუკმომხმარებელი ბუკიას ბაღთან მომხდარ ინციდენტზე წერს:
„სამსახურიდან სახლში დღეს მეტროთი წამოვედი, ბუკიასთან, რომ ამოვდიოდი მიწისქვეშა გადასავლელის ბნელ კუთხეში ვიღაც იდგა... ჩაფიქრებული მოვდიოდი.. . ამ ტიპს რომ გავუსწორდი მომაძახა: "გოგონი კაცის თბილი არ გინდაო..." გვიან დავაფიქსირე ეს ფრაზა, მაგრად გავცეცხლდიი, „დავატორმუზე“ და ხმამაღლა, აგრესიული ტონით შევუბრუნე კითხვა: რა მითხარიიი? და შევტრიალდი მისკენ (მოტივაციით, რომ მაგრად უნდა ვცემო) შევტრიალდი და რას ვხედავ, დგას არაქართველი ტიპი,(სავარაუდოდ ქურთი) ხელში მართლაც თბილი სპორტული შარვლებით და შეშინებული მპასუხობს - მართლა თბილია, დაგიკლებ..... დანარჩენი აღარ გამიგია, სახლამდე გიჟივით ვიცინე...“- წერს ფეისბუკმომხმარებელი
newposts.ge