2015 წლის ყველაზე გახმაურებული და სკანდალური ქორწილები
- 2015-12-04 09:58:31
- 3619 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
2015 წელს ძალიან ბევრი ქორწილი ვიხილეთ ქართულ შოუ ბიზნესში. გთავაზობთ ბედნიერ წყვილებს, რომლბმაც გასულ წელს ქართული პრესის ყურადღება დაიმსახურეს.
წლის დაწაწყისში ერთ ერთმა პირველებმა დაქორწინება სოფო ბედიამ და მიშა მესხმა გადაწყვიტეს. ამ წყვილს თავიდან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, თავად სოფოც ამბობდა, რომ ის განათხოვარი და ბავშვიანი ქალი იყო და ისეთ მამაკაცს მოჰყავდა ცოლად, რომელსაც ადრე ოჯახი არ ქონია. სოფო ქორწილში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მაგრამ ქორწილიდან ძალიან მალე მომღერალმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ცხვირის რინოპლასტიკის შემდეგ, სოფო ბევრად ლამაზი გახდადა. მაშინ წერდნენ, ჯობდა ჯერ ოპერაცია გაეკეთეინა და მერე გადაეხადა ქორწილიო. თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ ჰქონდა. წყვილმა ქორწილზე ცეკვის დიდი ნიჭი გამოავლინა. მოგვიანებით კი ''ეკა ხოფერიას'' შოუში ისეთი ცეცხლოვანი ''მაკარენა'' შეასრულეს, ბევრი გაოცებული დარჩა.
დიდხანს საუბრობდნენ დიზანიერ ლაკო ბუკიას და რეზიკო მანჯგალაძის ზღაპრულ ქორწილზე, რომელიც წყვილმა ჩაქვში გადაიხადა. ხობის მაჟორიტარი დეპუტატის, მილიონერ გოდერძი ბუკიას ქალიშვილის ქორწილს მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყო ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
წაიკითხეთ სრულად