აი, როგორ ცხოვრობს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სპორტსმენი
- 2015-12-04 19:36:38
- 3693 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გამომცემლობა TMZ Sports იუწყება მოკრივე ფლოიდ მეიუეზერ უმცროსის მანქანების კოლექციის მატების შესახებ. ჯერ კიდევ ახალი Ferrari არ ჰქონდა ჯეროვნად დაგემოვნებული, რომ ექსკლუზიური შვედური სუპერკარი Koenigsegg CCXR Trevita შეიძინა, რომელიც სულ 3 ეგზემპლარადაა გამოშვებული. ავტომობილი იდეალურად აკმაყოფილებს მეიუეზერის მოთხოვნებს - საათში 402 კილომეტრამდე დაფარვა შეუძლია და თვალისმომჭრელად ბრწყინავს მზეზე ბრილიანტების საფარველის გამო.
მდიდრული სატრანსპორტო საშუალებების გარდა, მეიუეზერი დაუოკებლად ისწრაფვის ყველაფრისკენ, რაც ბრწყინავს-ბრჭყვინავს და ღირს ათას დოლარზე მეტი. ჩვენ გადავხედეთ მის Instagram გვერდს და გავარკვიეთ, როგორ ცხოვრობს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სპორტსმენი.
მეიუეზერი ხშირად აცხადებს Instagram-ში ხმის მიცემას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მანქანით გავიდეს ამა თუ იმ დღეს. არჩევანი ნამდვილად შთამბეჭდავია - ძალიან ძვირი Bugatti-ებით დაწყებული რარიტეტული Mercedes-Benz-ით დამთავრებული.
სპორტსმენს 2 საკუთარი ბიზნეს-ჯეტი Gulfstream ჰყავს. ერთი თავად ფლოიდისთვის, მეორე კი - დაცვისთვის, მეგობრებისთვის და ფულის ჩემოდნებისთვის.
იანვრის არდადეგებზე მოკრივემ ერთდროულად სამი Bugatti შეიძინა. თეთრი Grand Sport - აშშ ამ მოდელის ერთადერთი ავტომობილია, ხოლო Veyron Chassis 101 მეიუეზერის სურვილით სპეციალურად შეღებეს შავი და წითელი მეტალიკით. ეს ყველაფერი მას 6.2 მილიონი დოლარი დაუჯდა, თანაც მანქანები დუბაიდან ლას-ვეგასში სულ რამდენიმე დღეში ჩაუყვანეს.
Forbes-მა ის ყველაზე მდიდარ სპორტსმენად აღიარა. 2014 წლის ივნისიდან მოყოლებული 2015 წლის ივნისის ჩათვლით მან თავისი საბანკო ანგარიში 300 მილიონი დოლარით შეავსო და უკან მოიტოვა მანამდე რეიტინგის სათავეში მყოფი ფილიპინელი მენი პაკიაო, რომელმაც 1 წელიწადში 180 მილიონი გამოიმუშავა.
ვეგასში მას რამდენიმე ფარეხი აქვს. ერთში მხოლოდ თეთრ ავტომობილებს აყენებს, მეორეში - მხოლოდ შავს. ერთგვარი, ავტოაპართეიდი.
ბოქსიორს ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავს. ეს საბავშვო Bentley თავის უფროს ვაჟს კორაუნს აჩუქა.
თავის გუნდს მეიუეზერმა "ემკო" დაარქვა და გასაგებიცაა - The Money Team (ფულის გუნდი). მასში შედის კრივის დარბაზების ქსელი, სხვადასხვა ბიზნესები და საკუთარი სარეკლამო კომპანია. ფლოიდი თავადაა საკუთარი თავის ბატონ-პატრონი და თავად აწყობს შოუებს.
24 კარატის სუფთა ოქროსგან და პლატინისგან დამზადებული iPhone-ის კოლექციის შეძენა მილიონ დოლარად შეგიძლიათ. სპეციალურად ფლოიდისგან.
მოკრივეს მეგობრები ამბობენ, რომ ის იმდენად მისდევს მოდასა და სტილს, რომ ერთი და იმავე ტანსაცმელს ორჯერ არასდროს იცვამს.
სპორტსმენის ფარეხში მრავლად შეხვდებით ფერად ავტომობილებსაც. მაგალითად, ერთი პერიოდი ფლოიდს ძალიან მოსწონდა ლურჯი გამა და მხოლოდ ამ შეფერილობის მანქანების ყიდულობდა. შემდეგ მისი გემოვნება უფრო გაფართოვდა.
Audermars, Rolex, Aximum, Franck Mueller, Plaget, Hublot, Jacob & Co. - მეიუეზერის საათების კოლექციის ექსპონატების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება გავაგრძელოთ. ამ 24 ცალი საათის საერთო ღირებულება 8 მილიონ დოლარს აჭარბებს. შედარებისთვის: ბრიტანელ მოკივე ამირ ხანს "სულ რაღაც" 6 საათისგან შემდგარი კოლექცია აქვს, რომელთა ღირებულება 400 ათასი დოლარია. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, თუ ფლოიდი მოიდომებს, დროსაც იყიდის.
საიუველირო ნაწარმი - ფლოიდის კიდევ ერთი სისუსტე და ამავრდოულად, წარმატებული ბიზნესია. მას უყვარს იშვიათი სამკაულების ყიდვა და ხშირად ანებივრებს მეგობრებსაც სასიამოვნო საჩუქრებით.
ზრდასრული მდიდარი მამაკაცებიც კი თამაშობენ მანქანებით.
ფლოიდი, ისევე როგორც ბევრი ცნობილი სპორტსმენი, უშვებს სამოსისა და ფეხსაცმლის საკუთარ ხაზს.
მოაშორეთ ეკრანებს ფეხსაცმლის მოყვარული ქალები - მეიუეზერს ასეთი საცავი არაერთი ათეული აქვს.
ბოლოს, გიტოვებთ სამსჯელო თემას - თქვენ რომელს აირჩევდით?
einteres.ge