ტარიელის კარავი „ხრუშჩკოვკად“ გადაიქცა
- 2015-12-06 19:24:18
- 1107 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მას შემდეგ რაც ია ფარულავას და ტარიელ სუარის ქორწინება შედგა, მათ შესახებ უამრავი ჭორი გავრცელდა. რამდენჯერმე დაიწერა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ არც ერთი მათგანი ამას არ ადასტურებს.
„ვანოს შოუში“ სტუმრად მისულმა ტარიელ სუარმა კიდევ ერთხელ გაიხსენა მისი და იას შეუღლების ამბავი. აქამდე ვიცოდით, რომ ტარიელმა იას გამო დაიკლო წონაში, მაგრამ „ვანოს შუში“ ტარიელი სიცილით ყვებოდა, გერმანელი ბალერინის გამო სამ თვეში როგორ დაიკლო 50 კილოგრამი. მაგრამ ბოლოს როდესაც ბალერინამ უთხრა, შენ ნამდვილად იმსახურებ ჩემს თავსო, ტარიელი დაფიქრდა, ის გოგონა რამდენად იმსახურებდა მას.
ამასობაში კი ია წერდა ფეისბუქზე, რა კარგად უკრავთ ბახსო. თბილისში ჩამოვიდა, იას დაუმეგობრდა და მერე „ნიჭიერის“ სცენაზე რაც მოხდა, ყველას გვახსოვს.
ტარიელი ყვება, რომ ის აპირებდა იასთვის ხელის თხოვნას, როცა „რუსთავი 2“-იდან დაურკეს და შესთავაზეს, სცენაზე შეეთავაზებინა ცოლობა. ტარიელი ფიქრობს, რომ „რუსთავი 2“-ში იასგან გაიგეს მისი გეგმების შესახებ. წაიკითხეთ სრულად