,,მატკინე," ანუ რატომ მოსწონთ ქალებს უხეში სექსი
- 2015-12-06 19:22:14
- 6424 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
თანამედროვე ქალებს ვერც ,,კონკიას" ისტორიით გააოცებთ და ვერც თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცით მოხიბლავთ. დღეს ბევრისთვის სასურველად გარყვნილი და იდუმალი კაცი ითვლება.
რა მოსწონთ ქალებს სადისტ კაცებში?
ქალებს აინტერესებთ უცნაური, იდუმალი, ტრამვირებული კაცები, რთული ხასიათით. სირთულეების გადალახვა ყველა ქალს თავდაჯერებულობას მატებს და ურთიერთობისადმი სურვილს უცხოველებს. ბავშვობაში გადატანილი ტრაგედიები კაცზე ზრდასრულობის ასაკში აუცილებლად აისახება და შეიძლება სექსუალურ ცხოვრებაშიც იჩინოს თავი. ცნობისმოყვარე ქალი მზად არის საშიში ექსპერიმენტებისთვის. მას სურს ,,გამოასწოროს" კაცი, გახადოს უკეთესი და მოუშუშოს იარები.
მეორე შემთხვევაში, ქალს თავადაც ფსიქოლოგიური ტრამვა აქვს გადატანილი და კარგად ესმის მამაკაცის. სურს მწვალებელი იყოს და სექსუალურ პარტნიორს თავის წარსულ ტკივილზე პასუხი აგებინოს, შემდეგ კი დანებდეს და უმწეოდ იგრძნოს თავი.
ურთიერობები, რომელიც აგებულია ტკივილზე ცხოვრებაში უფრო ხშირია, ვიდრე ფილმებსა და ლიტერატურაში. პოპკულკტურაში სიყვარული და ტკივილი თითქმის ერთმანეთთან გაიგივდა. წაიკითხეთ სრულად