როგორ მოვიშოროთ სტრიები 6 კვირაში? სასარგებლო რჩევები მანდილოსნებს

სტრია- არის კანის გაწელვის ადგილას გაჩენილი თეთრი ან იასამნისფერი ხაზი. ეს პრობლემა ხშირად ფეხმძიმე ქალებს უჩნდება, მაგრამ სტრიების გაჩენაზე საკმაოდ ბევრი ფაქტორი მოქმედებს:



1. წონაში მომატება

2. სქესობრივი მომწიფება

3. გენეტიკა


რა თქმა უნდა, ამ პრობლემას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლის დახმარებით თქვენი კანი უფრო სწრაფად განახლდება და უფრო ელასტიური გახდება.

1. მასაჟი
გაიკეთეთ მასაჟი ზეითუნის ზეთის, E ვიტამინის, სელის, ან ქოქოსის ზეთის გამოყენებით.

2. რეგულარული ვარჯიში
სტრიების მოსაშორებელი იდეალური გზა სწორედ ვარჯიშია.

3. დალიეთ ბევრი წყალი
ჩვენი კანი ბევრ წყალს შეიცავს, ასე რომ ამ პუნქტის გათვალისწინება აუცილებელია. ასევე მოერიდეთ გაზიან სასმელებს და ყავას.

ალოე ვერა
ალოე ვერას სასარგებლო თვისებებზე ბევრი გვსმენია. ის შეიცავს მნიშვნელოვან მკვებავ ნივთიერებებს, და სასარგებლოა მზის დამწვრობის, ნაოჭების, კუნთების ანთებების და ეგზემის მკურნალობის დროს. ასევე ის ძალიან ეფექტურად ებრძვის სტრიებს. უბრალოდ წაისვით ალოეს წვენი პრობლემურ ადგილებზე.

სკრაბი
კანს მკვდარი უჯრედები აუცილებლად უნდა მოაშოროთ, ამის შესახებ ბევრს ავიწყდება.


aww.ge