
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
- 2015-12-08 19:51:12
- 3788 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მრავალი წლის განმავლობაში, ექიმები, სამართალდამცავები და რიგითი მოქალაქეები ნარკომანიის პრობლემის მოგვარებას ცდილობენ.
ზოგიერთ ქვეყანაში ეს უკეთ გამოსდით ზოგიერთში ცუდად. მიუხედავად ნარკომოვაჭრეთა დევნის ახალი მეთოდებისა, ნარკომანიის აღმოფხვრა მაინც საეჭვოა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნარკოტიკების სრული აკრძალვა პაციენტებზე ცუდად იმოქმედებს, რადგან მათ არ ექნებათ საშუალება მიიღონ სათანადო მედიკამენტი, რომლებიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ნარკოტიკებია.
LSD
ამ ძლიერ ფსიქოტროპულ პრეპარატს შეუძლია ადამიანს ბევრი სარგებლობა მოუტანოს. მაგალითად LSD-ს შეუძლია განკურნოს დამოკიდებულება ნებისმიერი მავნე ჩვევებისადმი (დალევა, მოწევა და ა.შ), მკურნალობს კლასტერულ თავის ტკივილს, რასაც ვერცერთი მედიკამენტი ვერ შველის, ასევე დეპრესიის დაძლევას აადვილებს.
რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ LSD საყოველთაოდ ნებადართული უნდა იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მცირეა იმ პრეპარატების რაოდენობა, რომელთაც შეუძლიათ ზემოთჩამოთვლილი სენების განკურნება.
EXTASY
ამცირებს ირაციონალურ შიშს, აადვილებს პარკინსონით დაავადებულების სიმპტომებს, კურნავს პოსტ-ტრავმატულ დარღვევებს. დიახ ექსტაზს რეალურად შეუძლია მოიტანოს სიკეთე, თუ მას ბოროტად არ გამოიყენებ.
საქმე ისაა რომ ადამიანის ტვინში პრეპარატს შეუძლია შეცვალოს გარკვეული ჰორმონების დონე და ერთ-ერთი ასეთი ჰორმონია "სეროტონინი", ასევე მას უწოდებენ სიამოვნების ჰორმონს.
Cocaine
შეიძლება გამოყენებული იქნას კუნთოვანი სისტემის განსაკურნად. წარსულში კოკაინს მედიცინაში ხშირად იყენებდნენ, ახლაც გამოყენებადი პრეპარატია, მაგალითად - ზოგიერთ კლინიკაში იგი გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზიის კარგ საშუალებად, მაგრამ რა თქმა უნდა კოკაინს კაცობრიობისადმი უფრო მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე სარგებელი.
Heroine
ამ დროისათვის ჰეროინი მედიცინაში აკრძალულია. საერთოდ ეს პრეპარატი შეიქმნა ყელის არეში ტკივილის განსაკურნად. შემდეგ იგი გამოიყენებოდა თითქმის ყველა ცნობილი დაავადების სამკურნალოდ.
ბოლოს კი ცნობილი გახდა რომ ჰეროინი ძლიერი ნარკოტიკული საშუალებაა და მალევე მსოფლიო ნარკომანების ყურადღების ცენტრში მოხვდა, მან ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და ეპიდემიის სისწრაფით ვრცელდებოდა მსოფლიოში.
Ketamine
ეს ნივთიერება როგორც ცხოველთა ტრანკვილიზატორია, ასევე ნარკომანების ერთ-ერთი საყვარელი წამალია. ამავე დროს აღიარებულია როგორც კლინიკური დეპრესიის აღმომფხვრელი საშუალება.
ვერცერთი სხვა პრეპარატი ვერ უმკლავდება ამ პრობლემას როგორც კეტამინი. კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტების 70%-მა მისი საშუალებით დეპრესიას თავი დააღწია. კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კეტამინს თავის ტვინის ნეირონებში კავშირის აღდგენა შეუძლია.