აი რატომ უნდა ჩაიცვათ ძილის წინ სველი წინდები!
- 2015-12-08 22:19:56
- 3478 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ზამთარში ყოველთვის იზრდება გრიპისა და გაციების შემთხვევები. სასუნთქი გზების დაავადებები კი, როგორც წესი, საშინელ დისკომფორტს იწვევენ. განსაკუთრებით მაღალია გრიპით დაავადების რისკიანობა დეკემბერ-მარტის შუალედში.
არსებობს გრიპის მკურნალობის რამდენიმე ხალხური და პარალელურად, ძალიან მარტივი მეთოდი.
მარილიანი წყალი
გახსენით ერთ ჭიქა თბილ წყალში ¼ ჩაის კოვზი მარილი და ¼ ჩაის კოვზი სოდა და ჩაიწვეთეთ ჯერ ერთ ნესტოში, მერე - მეორეში. ჩემდეგ დაიხარეთ და მიეცით საშუალება დარჩენილ სითხეს გამოვიდეს უკან. პროცედურის განმავლობაში ისუნთქე პირით. ეს დღეში 2-3 -ჯერ უნდა გაიმეორო.
ყელის გამორეცხვა
მარილიანი წყლით ყელის გამორეცხვა ტკივილს აყუჩებს, მაგრამ ეს მეთოდი პრევენციისთვისაც გამოიყენება. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანები, რომლებიც მარილიან წყალს ივლებდნენ, გრიპით გაცილებით იშვიათად ავადდებიან.
ცხელი სასმელები
ცხელი სასმელები გრიპის დროს სუნთქვას აადვილებს და გაციების სიმპტომებს ხსნის. ძილის წინ ცხელი, ბალახეული ჩაის მიღება რეკომენდირებული ერთი კოვზი თაფლითა და ცოტა ალკოჰოლით.
სველი წინდები
უცნაურად ჟღერს, მაგრამ სველი წინდები ხელს უწყობს სიცხის კლებას და სურდოსგან გათავისუფლებას.
ფეხები ცხელ წყალში უნდა ჩაყო, შემდეგ წინდები დაასველო ცივ წყალში, კარგად გაწურო და ძილის წინ ჩაიცვა. სველ წინდებზე შალის მშრალი წინდები უნდა გადაიცვა. ეს შედეგს მოიტანს.
გაყინული ბარდა
სუნთქვის გაძნელებისას რეკომენდირებულია ცივი საფენები. ეს შეიძლება იყოს გაყინული ბოსტნეულის პაკეტი.
ლიმონათი
ეს გამაგრილებელი საზაფხულო სასმელი ბრწყინვალედ წმენდს ორგანიზმს და ებრძვის სურდოსა და გრიპს. უბრალოდ, ლიმონის წვენს ცოტა თაფლი და გემოვნების მიხედვით, წყალი დაუმატე.
მალამო
სუნთქვას ასევე აადვილებს მენთოლის მალამო, თუ მას მცირე რაოდენობით ცხვირის ქვეშ წაისვამთ.
ორთქლი
აავსე ჯამი ცხელი წყლით და ისუნთქე ორთქლი. ასეთი პროცედურის შემდეგ სუნთქვა ბევრად უფრო ადვილი გახდება.
ბალიშები
როდესაც სურდო გაწუხებთ და ყელიც გტკივათ, სჯობს, სწორ ზედაპირზე ძილისგან შეიკავოთ თავი. ეს სუნთქვას გაგიძნელებთ. უმჯობესია, თავქვეშ რამდენიმე ბალიში დაიდოთ.
ვიტამინები
არ დაგავიწყდეთ იმ პროდუქტების მიღება, რომელიც დიდი რაოდენობით С და D ვიტამინებს შეიცავს. ეს ააჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს და გააძლიერებს იმუნიტეტს.
საკვები
ბევრია ისეთი საკვები, რომელიც გრიპთან ბრძოლას უწყობს ხელს (სტაფილო, ხახვი, ბანანი, ჟოლო, ყავისფერი ბრინჯი, ტკბილი წიწაკა, მდოგვი)
ექიმების რჩევით, გაციების პირველ სიმპტომებზე უარი უნდა თქვათ თეთრი ფერის პროდუქტებზე (შაქალი, რძე, ყველი), ისინი იმუნურ ფუნქციას აქვეითებენ.