ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე თაღლითების მსხვერპლი გახდა

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე რესტორან "იმერეთის" თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა. ამ ყველაფრის შესახებ თამუნა მუსერიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა, თუმცა Mediamall.ge კომენტარისთვის დაუკავშირდა:


თამუნა მუსერიძე: "ამ რესტორნის ახლადდანიშნულმა მენეჯერმა - ინგა ჯიქიამ დამირეკა, ხელფასზე შემითანხმდა,რის შემდეგაც ნახევარი თვე წამყვანად ვიმუშავე. ჩემი კუთვნილი თანხის მისაღებად რომ მივედი, ინგა არ დამხვდა. დამხვდა მფლობელი ვინმე აკაკი, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი ხელფასი გადახდილი აქვს. იმ დღის მერე ვურეკავ ინგას და ჩემს ზარს არ პასუხობს. ვერ გავიგე, რომელი მატყუებს, ერთი ამბობს გადახდილი მაქვსო, მეორე მეუბნება არ მოუციაო. ორივეს ერთად ვერ ვნახულობ. ამიტომ მომავალში გაითვალისწინონ მომღერლებმა, წამყვანებმა და ა.შ."


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

mediamall.ge