ფაქტები ისტორიაში ყველაზე საზარელი წამების საშუალებების შესახებ(+18)

სვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა დროს ბრალდებულები არაადამიანურად ისჯებოდნენ. ისტორიაში იყო პერიოდები, როდესაც ამგვარი სასჯელი თავის თავზე ბევრმა გამოსცადა. თუმცა შუასაუკუნოვან ევროპას ბადალი არ ჰყავს საშინელი და საზარელი წამების იარაღების გამოგონებაში.





12 უტიფარი ხარი



მოწყობილობა თითბრისგან დამზადებული ხარი იყო,მსხვერპლს შიგნით ატავსებდნენ და ქვემოდან ცეცხლს უკიდებდნენ.ადამიანი სიცხისგან კვდებოდა.





აქლემის ქუდი



ამ მეთოდი ისინი ძირითადად აწამებდნენ მონებს. დამნაშავეს პარსავდნენ თავს. შემდეგ მას აცვამდნენ ახლადშეკერილ აქლემის ტყავის ქუდს , გაჰყავდათ უდაბნოში - რაც შეიძლებოდა შორს და ტოვებდნენ ხუთი დღით. აქლემის ტყავი მზეზე ძალიას სწრაფად შრებოდა, ამიტომაც ძლიერად ვიწროვდებოდა. ასევე აღსანშნავია, რომ აქლემის ტყავის გამო თმა ვერ იზრდებოდა, ვერ აღწევდა მასში, ამიტომაც ის შიგნით იზრდებოდა. ადამიანი ჭკუიდან იშლებოდა ტკივილისგან. სიკვდილი დგებოდა ნელი და მტანჯველი.





ერეტიკოსთა ორკაპი



ერეტიკოსთა ორკაპი დამაგრებული იყო კისერზე ქამრით.მას ჰქონდა ორი ბოლო. ერთი მიბჯენილი იყო ნიკაპზე,ხოლო მეორე მკერდის ძვალზე.მსხვერპლს სიმაღლეზე ჰკიდებდნენ, რათა თავი ჩამოვარდნოდა გაეხვრიტა მკერდი და ყელი,მსხვერპლი აგონიაში კვდებოდა.





ვირთხით წამება



ეს იყო მარტივი და ეფექტური წამების საშუალება. დამნაშავეს აბავდნენ და ზემოდან (მკერდზე ან უმეტეს შემთხვევაში სასქესო ორგანოზე) ადგამდნენ გალიას, რომლის თავზე მოთავსებული იყო გავარვარებული მასა, ხოლო გალიაში იჯდა ვირთხა. ვირთხა სიცხისგან თავის დასაღწევად ჩიჩქნიდა დამნაშავის სხეულს და ძვრებოდა მასში. პროცესი ძალიან მტკივნეული იყო და იწვევდა ტანჯვით სიკვდილს.





მსხალი



სახელი არ ჟღერს საზარლად? ნუ იჩქარებ დასკვნების გამოტანას.ეს ინსტრუმენტი შედგებოდა წაწვეტებული რკინის ნაჭრისა და მასზე მიმაგრებული ფოთლის ფორმის სეგმენტებისგან. მას ძალის გამოყენებით ათავსებდნენ პირში, უკანალში ან საშოში, შემდეგ კი ნელ-ნელა გახსნა იწყებოდა. ცხადია, ეს პროცედურა საშინლად აუტანელი და გაუსაძლისი იყო. დასჯის მეთოდი დამოკიდებული იყო ბრალდებულის დანაშაულზე – ჰომოსექსუალებს ანუსში უკეთებდნენ, ღვთისმგმობელებსა და მატყუარებს – პირში, მსუბუქი ყოფაქცევის ან დემონებთან სექსუალური კონტაქტის დამამყარებელ ქალებს – საშოში. მსხალი იწვევდა საშინელ დასახიჩრებებს და უმეტესად სიკვდილით მთავრდებოდა.




მოღალატის აკვანი



ბრალდებულს აშიშვლებდნენ და პირამიდის ფორმის მოწყობილობაზე ზემოდან სვამდნენ, საჯდომით ან ვაგინით წვეტზე. არის ვარაუდი, რომ ზოგჯერ ამ დროს ფეხებზე სიმძიმეებს აბამდნენ, რაც სხეულის ქვემოთ მოქაჩვას იწვევდა, წვეტი კი ღრმად შედიოდა ტანში და თანდათან შუაზე ყოფდა სხეულს. თუმცა ამის გარეშეც საკმაოდ ზიანდებოდა კანი, კუნთები, კიდურები და ძვლები, გადარჩენის შანსი მინიმალური იყო და ამ შემთხვევაშიც ფსიქიკური აშლილობა გარდაუვალი გახლდათ. გამომძიებელთა გემოვნების მიხედვით, ჯალათს შეიძლებოდა მსხვერპლი ექანავებინა კიდეც, რომ მეტად დატანჯულიყო.