სელენა გომესი დააპატიმრეს?

ცოტა ხნის წინ სელენა გომესი დასავლეთ ჰოლივუდში დააფიქსირეს, თუმცა ცოტა უჩვეულო ფორმაში. 23 წლის მომღერალს, რომელსაც გახსნილი პერანგი ეცვა და ბიუსტჰალტერის ამარა გახლდათ, ხელბორკილდადებული პოლიციის მანქანაში უკრეს თავი.

სანამ მუსიკოსს კრიმინალის ირალიყს მიაკერებთ, გეტყვით, რომ ზემოთხსენებული სცენა გომესის ახალი კლიპის გადაღებებისთვის გაითამაშეს.

ჯერჯერობით უცნობია რომელ სიმღერაზე იღებს სელენა ვიდეოს, თუმცა, როგორც გამოცემები წერენ, ნამუშევარი წლის ბოლომდე იხილავს დღის სინათლეს.


musicbox.ge