დათმობს თუ არა ტასო ბარნოვა კარიერის გამო პირად ცხოვრებას?

თათია სამხარაძე იგივე ტასო ბარნოვა მაყურებელს ძალიან მალე შეუყვარდა. ყველაფერი შალვა რამიშვილის შოუდან დაიწყო, შემდეგ ილო ბეროშვილის შოუში გაგრძელდა. თათიას იუმორით სავსე ვიდეოები ყოველთვის დღევანდელობას ასახავს და ალბათ მაყურებელს სწორედ ეს ხიბლავს. იმისთვის, რომ თათია უკეთ გაგეცნოთ, Mediamall.ge-მ მას სხვადასხვა სახის კითხვებით მიმართა:



- კარიერის გამო თუ დათმობ შენს პირად ცხოვრებას?

- ოჯახი არ უნდა გათმობინებდეს არაფერს, პირიქით მხარში უნდა გედგეს თვითრეალიზაციიაში, თუ ეს ესე არაა ესეიგი იქ ფუნდამენტური პრობლემებია და კარიერა არაფერ შუაში არაა.


- რომ არ ყოფილიყავი თათია სამხარაძე, იქნებოდი...

- რომ არ ვყოფილიყავი თათია სამხარაძე საერთოდ არ ვიქნებოდი, ანუ მე გავჩნდი თათია სამხარაძედ.


- რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც პოპულარული გახდი?

- საერთოდ არაფერი არ შეცვლილა, იმის გარდა რომ ხალხი მცნობს ქუჩაში და ხანდახან სიყვარულს გამოხატავენ


- რა რეაქცია გაქვს ქორებზე და ჭორი, რომელმაც გაგაბრაზა?

- ჭორი ჩემზე დიდიხანია არ გამიგია, მაგრამ როცა ვიგებ ვცდილობ გავაანალიზო რა საფუძველზე გაჩნდა ეს ჭორი


- რამდენად ახლოს არის შენი გმირი შენთან?

- მე და ჩემი გმირები თან ვგავართ და თან საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს


- რას ეტყვი შენს თაყვანისმცემლებს, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან შენს სიუჟეტებს?

- მადლობას გადავუხდი მათ თქვენი საშუალებით.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა


mediamall.ge