Die Welt: საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას 2016 წლიდან შეძლებენ

"ევროკავშირი გეგმავს უახლოეს მომავალში საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებითვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას," - წერს გერმანული გაზეთი Die Welt 9 დეკემბრის სტატიაში.

ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობა ვიზის გარეშე 2016 წლის შუიდან დაიწყება, იტყობინება გამოცემა და წყაროდ ბრიუსელის დიპლმატიური წრის წარმომადგენელს ასახელებს.

მათი ინფორმაციით, 15 დეკემბერს ევროკომისიამ უნდა წარმოადგინოს დასკვნა, რომელშიც დადებითად იქნება შეფასებული თბილისისა და კიევის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება.

ევროკომისიის ეს შეფასება იქნება წინაპირობა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, რომ მათ გააუქმონ სავიზო რეჟიმი.გარდა ამისა, სტატიაში აღნიშნულია რომ კიევს, ბრიუსელის შეფასებით, გაზაფხულამდე დასჭირდება კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება.გაზეთი Die Welt აზუსტებს, რომ უვიზო მიმოსვლის შემოღება საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ნიშნავს, რომ ისინი შენგენის ზონაში შემავალ 26 ევროპულ სახელმწიფოში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ 6 თვიან პერიოდში მაქსიმუმ 3 თვის ხანგრძლივობით.ეს პროცესი არ გულისხმობს ევროკავშირში უვიზოდ მუშაობასა და სწავლას.



presa.ge