
კიმ კარდაშიანმა და ქანიე უესთმა შვილს წმინდანი დაარქვეს
- 2015-12-10 21:51:40
- 2866 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ორიოდე დღის წინ კარდაშიან-უესთების ოჯახში პირველი ბიჭი გაჩნდა, შესაბამისად ჰოლივუდის მედიასაშუალებების ნახევარი, სიახლეების ექსკლუზიურად შეტყობის მოლოდინში, ლოს ანჯელესში კლინიკასთან ათენებს და აღამებს, თუმცა ამაოდ. მას მერე, რაც პატარა გაჩნდა, მისი მონახულების საშუალება მხოლოდ ოჯახის წევრებს ჰქონდათ.
საავამდყოფოს რეალითი შოუს ვარსკვლავის გიგანტური ოჯახის ყველა წევრი ეწვია. ამჯერად კი ყვითელ მედიას ახალი ამბები ჩვენთვისაც გამოუჩნდა. გაირკვა, რომ კიმმა და ქანიემ ნორთ უესთის პატარა ძმისთვის სახელი – სეინტი შეარჩიეს, რაც პირდაპირ თარგმანში წმინდანს ნიშნავს.
რეპერის თაყვანისმცემლები ხშირად აღნიშნავენ ქანიეს მხრიდან ბიბლიური პერსონაჟების მიმართ ინტერესს. მოგეხსენებათ, რომ ხშირად მუსიკოსი საკუთარ თავს Yeezus-ს ეძახის. გეტვით იმასაც, რომ ჟურნალისტებზე თავად კიმმა იზრუნა. მშობიარობიდან მალევე, ახლადგამომცხვარმა დედიკომ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე შემდეგი სტატუსი გამოაქვეყნა: “2015 წლის 5 დეკემბერი. 8 ფუნტი და 1 ინჩი.“
შეგახსენებთ, რომ სეინთ უესთი კიმ კარდაშიანის და ქანიე უესთის მეორე შვილია. 2 წლის წინ წყვილს გოგონა – ნორთ უესთი შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ კიმს ორსულობა ძალიან რთულად გადააქვს და ამას ყოველთვის ხმამაღლა აღნიშნავს, ფაქტია, რომ ვარსკვლავმა მეორე შვილის გაჩენაც გადაწყვიტა და ეჭვი გვაქვს, რომ ქმარი 2-ზე გაჩერების საშუალებასაც არ მისცემს.
მიუხედავად იმისა, რომ თავად კიმი მრავალშვილიანი ოჯახიდანაა, ყოველთვის აღნიშნავს, რომ ორსულობა ძალიან რთულია და ეს ქალის ფსიქიკაზე არც ისე კარგად მოქმედებს. თუმცა ქანიეს და მისი საჩუქრების შეწინააღმდეგება რთულია. ამბობენ, რომ უესთმა ცოლისთვის განსაკუთრებული საჩუქარი მოამზადა.