26 წლის მამაკაცს "შარიათის კანონების თანახმად" ხელები მოაჭრეს
- 2015-12-11 07:28:20
- 2801 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
26 წლის აზერბაიჯანელ ვუსალ ბაშიროვს ერთ-ერთი რადიკალური რელიგიური მოძრაობის წარმომადგენლება „შარიათის კანონების მიხედვით“ ხელის მტევნები მოაჭრეს.
გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, ბაშიროვს ვინმე არაზ მუსაევის ვალი ჰქონდა. რაშად ტაჰიროვმა და არაზ მუსაევმა კი ვალის არდაბრუნების გამო ბაშიროვის დასჯა გადაწყვიტეს. მათ ნაჯახი იყიდეს და ბაშიროვს ერთ-ერთ სახლში შეხვედრა დაუნიშნეს. რის შემდეგაც გაკოჭეს, სცემეს და მათივე თქმით, "შარიათების წესების თანახმად" დასაჯეს და ხელების მტევნები მოაჭრეს.
როგორც გამოძიება იტყობინება, დამნაშავეებს იმედი ჰქონდათ, რომ ბაშიროვი სისხლისგან დაიცლებოდა და მოკვდებოდა. თუმცა, ერთ-ერთ მეზობელს მამაკაცის ყვირილის ხმა შემოესმა და პოლიცია გაომიძახა. ბაშიროვი ამჟამად საავადმყოფოში იმფყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მუსაევი და ტაჰიროვი კი სამართალდამცავებმა დააკავეს.
newposts.ge