4 დანაშაული, რომელსაც ქალები ყოველ დღე სჩადიან (4 ფოტო)





გსურთ სასჯელს გაექცეთ და სილამაზე შეინარჩუნოთ? ჩვენ ამისთვის რამდენიმე აუცილებელ რჩევას გთავაზობთ…





ნუნების კვნეტა


რატომ არის ცუდი- ნუნების კვნეტა ფრჩხილებს ასუსტებს და ირგვლივ კანის შრის დაავადებას იწვევს.

გამოსავალი- ეცადეთ სპეციალური საშუალებებით ფრჩხილის ირგვლივ კანი ხშირად დაირბილოთ- ამ შემთხვევაში კვნეტის სურვილი ხშირად არ შეგაწუხებთ. გამოიყენეთ მსუბუქი კრემი ან ზეთი ნუნებისთვის. შხაპის შემდეგ კი მშრალი ნუნები ჩხირის საშუალებით გაისწორეთ და მას სასურველი ფორმა მიეცით.








თმის ფერის ხშირი ცვლა


რატომ არის ცუდი- დროდადრო თმის ფერის შეცვლა სავსებით ნორმალურია, მაგრამ ამის ხშირად გაკეთებამ შესაძლოა თმა სერიოზულად დააზიანოს და გამოაშროს.

აუცილებელი რჩევები- გაღიავება ერთ-ერთი ძალიან საშიში პროცედურაა, რომელიც თმას ყველაზე მეტად აშრობს. ამიტომ ერთ ჯერზე თმას ბოლომდე ნუ გაიღიავებთ. საღებავი ყოველ 6 კვირაში ერთხელ გამოიყენეთ და ყოველ ჯერზე ერთი ტონით ცვალეთ. ასე განაგრძეთ მანამ, სანამ სასურველ ფერს არ მიიღებთ. შეღებვის შემდეგ გამოიყენეთ ძლიერ დამარბილებელი კონდიციონერი.








მაკიაჟით დაძინება


რატომ არის ცუდი- წამწამებზე ტუშით დაძინებისას ძალიან რისკავთ, რადგან შესაძლოა დილით თვალის ქვეშ შესივებით გაიღვიძოთ და ცრემლდენაც შენიშნოთ. სახეზე ტონალური ან პუდრი კი ფორებს ახშობს და კანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. შედეგად კანი ნაოჭდება, ბერდება, კარგავს ახალგაზრდულ ბრწყინვალებას და ავადმყოფურ იერს იძენს.

გამოსავალი- ეცადეთ ყოველთვის გქონდეთ ახლოს მაკიაჟის მოსაცილებელი სველი ხელსახოცი ან სითხე – ეს საუკეთესო გამოსავალია. ასე მარტივად შეძლებთ, მიუხედავად დაღლილობისა, მაკიაჟი 1 წუთში მოიშოროთ.







სოლარიუმის ხშირი გამოყენება


რატომ არის ცუდი – ულტრაიისფერ სხივებს ”სიბერის სხივსაც” უწოდებენ, ის ღრმად აღწევს კანში, ასუსტებს ქსოვილის სტრუქტურას და კანის დამცავ ფუნქციას. შედეგად კი აუცილებლად მიიღებთ ნაადრევად დაბერებულ კანს.

გამოსავალი – გამოიყენეთ ავტოგასარუჯი საშუალებები ან ლოსიონი, რომელიც რუჯის ეფექტს იძლევა – ეს ეფექტურიცაა და უსაფრთხოც. სასურველი ფერის არჩევის შემდეგ აუცილებელია გამოყენების წესის ცოდნა, რათა სხეული არ აჭრელდეს და თანაბარი ფერი გქონდეთ.





წყარო