რატომ ჭამენ ქალები პლაცენტასა და ჭიპლარს? - ახალი ტრენდი მშობიარეებში

ეს სულაც არ არის საშინელებათა ფილმი, არამედ ახალი ტენდენციაა ახალნამშობიარევ ქალებში. მშობიარობის მერე თურმე ზოგიერთი მშობიარე თავის პლაცენტას მიირთმევს, რათა ჯანმრთელობა გაიუმჯობესოს. დიახ, მსოფლიო სულ უფრო გვაოცებს სიახლეებით, ადამიანების გარკვეული ნაწილი კი პირველყოფილ წესებსა და ჩვევებს უბრუნდება და მიაჩნია, რომ სწორედ ამაშია ხსნა და არა თანამედროვე აღმოჩენებში.

რასაკვირველია, ეს არ არის ძალიან გავრცელებული მოვლენა (კიდევ კარგი!), მაგრამ ბევრ ქვეყანაში ჰყავს მიმდევრები. ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში პლაცენტა ძველთაგანვე გამოიყენება სამკურნალოდ. ცნობილია, რომ ბევრი ცხოველიც მიირთმევს საკუთარ პლაცენტას. იტალიაში კი პლაცენტას ჰიპოლაქტაციის (ბუნებრივი რძის ნაკლებობის) დროს იყენებენ. ვიეტნამში პლაცენტა მშობიარეებს ძალების აღდგენაში ეხმარებათ. აშშ-ში კი იმიტომ მიირთმევენ, რომ ჰორმონალური ფონი დააბალანსონ, დედის რძის გამომუშავებას შეუწყონ ხელი და მშობიარობის შემდგომ დეპრესიას ებრძოლონ. ვინც ამას აკეთებს, ის ამტკიცებს, რომ შედეგი გარანტირებულია.

რით არის პლაცენტა სასარგებლო
თავად პლაცენტა რომ სასარგებლოა, ამაზე არავინ დავობს. რაკი პლაცენტა არის ორგანო, რომლის ძირითად ფუნქციებში შედის ნაყოფის კვების უზრუნველყოფა, მასში ბევრი სასიცოცხლოდ აუცილებელი ვიტამინი და ნივთიერებაა. ეს სარგებლობა კი, მას მერე, რაც ბავშვი მიიღებს იქიდან ყველაფერს, პლაცენტის ჭამის მომხრეთა თქმით, ქალებმაც უნდა მიიღონ. ამტკიცებენ, რომ ქალს ძალების აღდგენაში ეხმარება. სხვათა შორის, პლაცენტას ჩინეთში არა მხოლოდ მშობიარეები და ქალები მიირთმევენ, ყიდიან კიდეც - მიიჩნევა, რომ ის მამაკაცებს პოტენციის აღდგენაში ეხმარებათ. თუმცა ამ სფეროში გარკვეული ადამიანების თქმით, პლაცენტა განსაკუთრებით სასარგებლო იმ ქალისთვის არის, ვის სხეულშიც ჩამოყალიბდა. პლაცენტა შეიცავს რკინას, ცილებს, ვიტამინ B6-ს, ოქსიტოცინსა და სხვა ჰორმონებს. ის ძლიერი ბიოპრეპარატია. წაიკითხეთ  სრულად