აი ასე გამოიყურება ანჯელინა ჯოლი მაკიაჟის გარეშე

ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე საკუთარ უმაკიაჟო სურათს აქვეყნებს და ქალებს მიმართავს:

"მაკიაჟისა და ღიმილის მიღმა, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მრავალი გოგონა მადევნებს თვალყურს. მინდა მათ ვუთხრა, რომ ბუნებრივი არის ლამაზი. ზოგჯერ ისინი ვერ იაზრებენ, რომ ადამიანების გარეგნობის
მიღმა უამრავი დიზაინერი, მაკიაჟის ოსტატი და ფოტოშოპი იმალება. ცნობილი ადამიანების სილამაზე სინამდვილეში სიცრუეა.

არ აქვს მნიშვნელობა როგორი ხართ გარეგნულად, მთავარი ისაა, რაც შიგნითაა. 40 წლის ასაკში დავიწყე იმის გააზრება თუ ვინ ვარ. მე მაქვს ნაკლოვანებები, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა.

ვამაყოფ ყველა ქალით, რომელიც საკმარისად მამაცია და შეუძლია თქვას, რომ ლამაზია ისეთი, როგორიც არის!
იმედი მაქვს, რომ თქვენ ამ წერილს გაავრცელებთ და მთელ მსოფლიოს გააგებინებთ, რომ შინაგან სილამაზეს გარეგნულ იერსახეზე მეტად აფასებთ" - წერს ჯოლი.


ambebi.ge