
ავსტრალიაში პრეპარატი "ნუროფენი" აკრძალეს
- 2015-12-14 15:37:45
- 1419 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ ფარმაკოლოგიური კომპანია Reckitt Benckiser აიძულა ტკივილგამაყუცებელი პრეპარატის “ნუროფენი” რამდენიმე სახეობა გაყიდვიდან ამოიღოს.
სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიას ავსტრიელი მომხმარებელი შეცდომაში შეყავს. რეკლამის მიხედვით, “ნუროფენის” ეს სახეობები გამოიყენება სპეციფიური ტკივილებისას, მაგალითად წელის ტკივილისას, თუმცაღა პრეპარატების შემადგენლობაში იბუპროფენის სტანდარტული რაოდენობაა.
ამასთანავე, პრეპარატები ორჯერ ძვირი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივი “ნუროფენი” ან სხვა ანალოგიური ტკივილგამაყუჩებლები.
ავსტრალიის სასამართლოში კონკურენციის და მომხმარებელთა ბაზრის კომისიამ სარჩელი ჯერ კიდევ მარტში შეიტანა. სულ საჩივარი “ნუროფენის” ოთხ სახეობაზე შევიდა, მათ შორის წელის ტკივილის, მენსტრუაციის, თავის ტკივილის პრეპარატბზე.
კომპანიას სამი თვე აქვს იმისთვის, რომ “ნუროფენის” ეს სახეობები ამოიღოს გაყიდვიდან.
კომპანია Reckitt Benckiser-ის განცხადებით, მათი მიზანი მომხმარებლებიას შეცდომაში შეყვანა არ ყოფილა. თუმცა, სასამართლოს განაჩენის შესრულების პირობა დადო.
ჯერჯერობით უცნობია, დააჯარიმებს თუ არა სასამართლო კომპანიას.