გოგო, რომლის შეკერილი ფეხსაცმელებითაც მთელი თბილისი დადის
- 2015-12-15 08:01:00
- 3258 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
თამთა შინდელიშვილი-ეს არის გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს და მისი შეკერილი ფეხსაცმელები ყველას მოწონებას იმსახურებს. მოკლე დროში მოპოვებული პოპულარობა თამთასთვის სასიამოვნოა და ამბობს, რომ ამ ყველაფრისთვის ძალიან ბევრი იშრომა. ანა მარგველაშვილი, შორენა ბეგაშვილი და მრავალი სხვა ცნობილი სახე სწორედ თამთა შინდელიშვილის ბრენდით სარგებლობს. სულ ცოტა ხნის წინ მან საკუთარი მაღაზია ბარნოვის 55-ში გახსნა, სადაც ფეხსაცმელების დიდი და საუკეთესო არჩევანია, რაც მთავარია, ფასი ყველასთვის მისაღები და ხარისხთან შესაბამისია. თამთას ფეხსაცმელების ფართო არჩევანი შეგიძლიათ. უფრო ვრცლად კი, გეგმებისა და საქმიანობის შესახებ, თამთა Mediamall.ge-ს ესაუბრა:
- საქმიანობის დაწყება თავისთავად მოხდა. აკადემია რომ დავამთავრე სამაგისტრო თემა მქონდა, სადაც ჩემი ნამუშევრები უნდა წარმედგინა და 5 კოსტუმი წარვადგინე. ამით დავიწყე ყველაფერი, დიდი მოწონება დაიმსახურა და შემდეგ სხვადასხვა ჩვენებებზე გავდიოდი. ერთ დღესაც ფეისბუქზე დავდე ჩემი ნამუშევრები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა და უფრო გავაქტიურდი.
- ახლა როგორ მიდის შენი საქმიანობა?
- ძალიან კარგად. ჩემი ნამუშევრები არტის და ქეჟუალ სტილის ნამუშევრებია, რაც მომხმარებელს მოსწონს. ფასებიც ყველასთვის მისაღები მაქვს. ახალ კოლექციაზე ვმუშაობ და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავიტან.
- რას გვპირდები 2016 წელს?
- შემოდგომა-ზამთრის ახალ კოლექციაზე ვმუშაობ. სპორტულ და არტის სინთეზს გავაკეთებ, რაც მომხმარებლისთვის უფრო კომფორტულია. აქცენტს ბრჭყვიალა და შავ ფერზე გავაკეთებ.
- მაინცდამაინც შავი ფერი რატომ?
- განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობს. უბრალოდ ჩემი საყვარელი ფერია და თავისუფლად შემიძლია მუშაობა, რაც მთავარია, მომხმარებლისთვისაც ძალიან კომფორტულია.
- როგორი შეგრძნებაა, როდესაც ხედავ, რომ მთელ თბილისს შენი შეკერილი ფეხსაცმელები აცვია?
- ძალიან კარგი. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემ შეკერილ ფეხსაცმელებს რომ ვხედავ, ამაყი ვარ და ვგრძნობ, რომ შრომა მიფასდება.
- ფასები როგორი გაქვს, კლიენტების ნაკლებობას ხომ არ უჩივი?
- ყველასთვის მისაღები ფასია, 250-350 ლარი. კლიენტების ნაკლებობასაც ნამდვილად არ ვუჩივი.
- რას ურჩევ დამწყებ დიზაინერებს?
- უბრალოდ ძალიან უყვარდეთ თავის საქმე და მაქსიმალურად იშრომონ საუკეთესო მიზნის მისაღწევად.
მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
mediamall.ge