მარიამ კუბლაშვილი და ლევან ხურცია ბავშვს ელოდებიან
- 2015-12-15 08:09:23
- 1424 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
„მიყვარხარ ჩემო განსაკუთრებულო და სამაგალითო მეუღლევ, მინდა მეათასე და მრავალი მადლობა გადაგიხადო ყველაფრისთვის.
სიცოცხლე მიხარია, ყველაფერი მიხარია, რაც შენ გაჩნდი ჩემს ცხოვრებაში და მინდა ეს მუდამ გახსოვდეს“
ეს სტატუსი ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა თავის მეუღლეს, ლევან ხურციას მიუძღვნა. მარიამი ამჟამად მოსკოვში იმყოფება, სამსახურებრივი შეხვედრები აქვს. ლევანი კი თბილისში დარჩა.
გავარკვიეთ ისიც, რომ მარიამი ფეხმძიმედ არის, თუმცა ადვოკატმა ამ თემაზე ჩვენთან ვრცლად საუბარი არ ისურვა.
მარიამს სოციალური ქსელის საშუალებით დავუკავშირდით.
– მარიამ, თქვენი ფეხმძიმობის შესახებ შევიტყვეთ…
– ჰო, მაგრამ ვფიქრობ, ასეთ საკითხებზე საჯაროდ არ საუბრობენ. ეს ძალიან პირადი და სათუთი თემაა ორივესთვის.
– ახლა სად იმყოფებით?
– მოსკოვში ვარ, ერთობლივი ბიზნესიდეა გვაქვს მე და ჩემს მეუღლეს და ობიექტის დასათვალიერებლად ჩამოვედი.
– ლევანი ხომ არ ნერვიულობს, მისი ფეხმძიმე ცოლი მარტო რომ არის უცხო ქვეყანაში?
– ვიზა მხოლოდ მე მომცეს და შესაბამისად, მარტოს მომიწია ჩამოსვლამ. ორივე ვნერვიულობთ, მაგრამ ზრდასრული ადამიანები ვართ და კარგად გვესმის, რომ უერთმანეთობაც უნდა ავიტანოთ, როცა საქმეს სჭირდება.
amboben.primetimenews.ge