მონსერატ კაბალიეს 6 თვიანი პატიმრობა მიესაჯა
- 2015-12-16 08:52:58
- 2489 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
Europa press-ის ინფორმაციით, ცნობილ ესპანელ საოპერო მომღერალს მონსერატ კაბალიეს, თაღლითობისათვის სასამართლომ 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ბარსელონას სასამართლომ მომღერალი 255 ათასი ევროთი დააჯარიმა. 82 წლის კაბალიე სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა, მაგრამ როგორც ესპანური პრესა წერს, მან დანაშაული აღიარა.
კაბალიეს, სასამართლო და პროკურატურა გადასახადების გადაუხდელობას ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, აღებულ ჰონორარებს მონსერატ კაბალიე ანდორის ოფშორებში ათავსებდა, - წერს ТАСС-ი.
ipress.ge