წელიწადის რომელ დღეს არის შესაძლებელი სიზმრად საბედოს ნახვა

პარაფსიქოლოგების აზრით, 17 დეკემბერი, ბარბარობა, ძალიან საყურადღებო დღეა, რადგან ადამიანს საშუალება აქვს ამ დროს საკუთარი მომავლის შესახებ ინფორმაცია მიიღოს
ინფორმაციის მიღება სარკის მეშვეობით ხდება. მოკლედ, აიღეთ ჭიქით წყალი იმ ონკანიდან, საიდანაც წყალი დალეული არ გაქვთ. ჭიქაც ახალი უნდა იყოს, რომლიდანაც წყალი არავის დაულევია. დადგით ის ერთი ღამე თქვენი საწოლის სასთუმალთან ახლოს. 17 დეკემბერს, ღამის 12 საათზე, დადეთ ოვალურ მაგიდაზე უხმარი სარკე, რომელშიც არ ჩაგიხედავთ და წინა დღით ავსებული ჭიქა წყალი მიუდგით გვერდით. მასზე დაამაგრეთ ორი ცალი სანთელი. ოთახში შუქი არ უნდა ენთოს და ფარდებიც ჩამოაფარეთ, რომ მთვარის შუქი არ შემოდიოდეს. აანთეთ სანთლები და კარგად დააკვირდით სარკეში რას დაინახავთ. შესაძლოა, თქვენი მომავალი საბედოც კი იხილოთ, არც ესაა გამორიცხული. თავიდან ფიგურები ერთმანეთში აირევა, მაგრამ შეძელით და დააკავშირეთ ისინი ერთმანეთს. შემდეგ, სანთლები ერთმანეთზე გადაგრიხეთ და დაიდეთ ბალიშის ქვეშ. ნახეთ სიზმარი რას გიწინასწარმეტყველებთ და კარგად დაიმახსოვრეთ. ბარბარობა დღეს ადამიანებს ის სიზმრები ესიზმრებათ, რომელიც მომავალში აუცილებლად ახდება.



newposts.ge