"ჯოჯოხეთის პირველი ლედი" - ვინ არიან დიქტატორების რჩეული ლამაზმანები?

თანამედროვე ავტორიტარული ქვეყნების ლიდერების გაკრიტიკება ნებისმიერი რამის გამო შეიძლება, თუმცა არა ცოლების გამო. ეს ქალები (იშვიათი გამონაკლისის გარდა), ერთგული და საიმედო თანამგზავრები, მრჩევლები და ქმრების დამცველები არიან. ხანდახან ლიდერი ქმრების მიმართ მსოფლიოს განწყობასაც კი არბილებენ. მათ სილამაზეზე კი საუბარი ზედმეტია.




სირიის პირველი ლედი


დღეს დასავლეთის საძულველი ლიდერის სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მეუღლე კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული. მშვიდობიანი პერიოდისას კი მას აქებდნენ განათლებულობის, მოდურობისა და სრულყოფილი გემოვნებისთვის.

მართლაც, ასმა ალ-ასადი ძალიან ევროპული მუსლიმია. ის ლონდონში დაიბადა და გაიზარდა, იქვე მიიღო განათლება. მომავალი ქმარი კი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებისას 2000 წელს გაიცნო, როცა 25 წლის იყო. ასმამ შეინარჩუნა ბრიტანული მოქალაქეობა.

2011 წელს მის გამო მოხდა სერიოზული მედია სკანდალი. ამერიკულმა Vogue-მა ასმეს შესახებ დაბეჭდა დადებითი სტატია (თითქოს ასადის პირ-სამსახურის მიერ შეკვეთილი), ამან მკითხველი აღაშფოთა. სტატია წაშალეს, სტატიის ავტორი კი 30 წლიანი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად გაათავისუფლეს.

მოგვიანებით ამავე ჟურნალისტმა სხვა გამოცემაში მკაცრად ნეგატიური სტატია დაწერა ასმა ასადიზე და მას "ჯოჯოხეთის პირველი ლედი" უწოდა. თუმცა ამის გამო თვითონვე გახდა კოლეგების დასაცინი.




ჩრდილოეთ კორეის პირველი ლედი



ნათქვამია, რაც უფრო ასაიდუმლოებ ყველაფერს, მით მეტი ჭორი ჩნდება - ასე მოხდა ახალგაზრდა ლი სოლ ჩუჟ-ის შემთხვევაშიც, რომელიც ჩრდილოეთ კორეის დიქტარორის კიმ ჩენ ინის მეუღლეა.

დადიოდა ხმები, რომ რომ მას პორნოში იღებდნენ და "ქვეყნის ღმერთთან" ქორწინებამდე ძალიან მოუწესრიგებელი ცხოვრება ჰქონდა. შემდეგ იმასაც კი წერდნენ, რომ ის სიკვდილით დასაჯეს. საბედნიეროდ, მისი ახალი ფოტოები ამ ეჭვებს უარყოფს.

ჩრდილო კორეის პირველი ლედი ქვეყნისთვის შეუსაბამოდ ღია ჩაცმის სტილით გამოირჩევა. მის გარდერობში მოკლე კაბები და გამჭირვალე ზედატანებიც კი მოიძებნება. მისი გავლენის ქვეშ მყოფი სხვა ქალებიც ცდილობენ "მოდურობას" და უარს ამბობენ ატარონ ნიშნები კიმ ჩენ ინის მამის კიმ ჩენმ ირის გამოსახულებიანი სავალდებულო პორტრეტებით. ამის თავიდან ასაცილებლად კორეაში ლამაზი ლეგენდაც კი შეთხზეს. ლი სოლს არ სჭირდება პორტრეტის ტარება, რადგან მისთვის არ არსებობს მეუღლის გარდა სხვა მამაკაცი.






ანგოლის პირველი ლედი



ანა პაულა დუშ სანტუში, ყოფილი ფოტომოდელი და სტიუარდესა, ანგოლის პირველი ლედია. სწორედ თვითმფრინავის ბორტზე შედგა ისტორიული ნაცნობობა ქვეყნის ლიდერ ჟოზე ედუარდუსთან.

ერთ-ერთმა დიპლომატმა წყვილზე თქვა: " ლამაზი წყვილია, ელეგანტურად ჩაცმული, თითქოს კალიფორნიაში ცხოვრობენ."

ერთხელ ანა პაულამ აღაშფოთა მოქალაქეები, როცა განაცხადა, რომ ქვეყანაში განათლების დონე ძალიან დაბალია და ამიტომ მისი ვაჟი უცხოეთში ისწავლიდა. ანგოლელები კი სწორედ საკუთარ ლიდერს სდებენ ბრალს განათლების სფეროსადმი აგდებულ დამოკიდებულებაში. თავისი პოლიტიკური და ბიზნეს ამბიციებით (განსაკუთრებით ბრილიანტებთან დაკავშირებულ საქმეებზე) კი ანა პაულა მოქალაქეების გარდა ბევრ ჩინოვნიკსაც აღიზიანებს.






იორდანიის პირველი ლედი



თითქოს დაუჯერებელიც კია, რომ ეს ქალი ღრმად რელიგიურ მუსლიმურ სახელმწიფოს წარმოადგენს. წარმოიდგინეთ, 22 წლის ასაკში ის კომპანია Apple-ს წამყვან პოზიციასაც კი უმიზნებდა (იორდანიის ფილიალში), თუმცა რანია ალ-აბდულა საკუთარ თავს "ჭეშმარიტ არაბ ქალს უწოდებს" და აქტიურად აცნობს დასავლეთს არაბული სამყაროსა და ისლამის შესახებ ინფორმაციას.

რანია ულამაზესი ქალია, მას პლანეტის ყველაზე ლამაზ დედოფალს უწოდებენ. ის ასევე ძალიან ელეგანტურია. ერთხელ ის "მსოფლიოს ყველაზე ელეგანტურ" ქალადაც დაასახელეს და უკან ჩამოიტოვა ტოპ-მოდელები და ცნობილი მსახიობები. ის ქალთა უფლებების აქტიური დამცველია. გამოდის სულელური აკრძალვების წინააღდეგ, იცავს თანამოძმე პალესტინელებს და იმის დროც კი გამონახა, ცხოველთა დაცვის კამპანია წამოეწყო.







აზერბაიჯანის პირველი ლედი



ჩვენი მეზობელი ქვეყნის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლანის ლიდერის ქალიშვილი და ილჰამ ალიევის მეუღლეა. მიუხედავად იმისა რომ აზერბაიჯანულ რეჟიმს ავტორიტარულად თვლიან, პირველი ლედისადმი პირადი დამოკიდებულება ძალიან პოზიტიურია. მას უცხოური პრიზებიც კი აქვს მიღებული.

გამოირჩევა აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობით, ასევე ხელმძღვანელობს ბევრ საერთაშორისო ფონდს. არის იუნესკოსა და გაერო-ს მშვიდობის ელჩი და ქვეყნის პარლამენტშიც ახერხებს ხალხის ინტერესის დაცვას.







სვაზილენდის პირველი ლედი



სვაზილენდის 47 წლის მეფეს მსვატი III-ს 15 ცოლი ჰყავს, მათგან მე-12 სილამაზით გამორჩეული ახალგაზრდა ქალი ნტანდო დუბეა.

ის იმითაცაა ცნობილი, რომ ქორწინების მეხუთე წელს ქმარს საკუთარ იუსტიციის მინისტრთან უღალატა.(რაც სულაც არაა გასაკვირი) ეს ნამდვილი შექსპირული ამბავია: როგორ იპარება მოღალატე ცოლი სასახლიდან, როგორ პოულობენ მის საყვარელს საწოლის ქვეშ, როგორ უსჯიან დამნაშავეს შინაპატიმრობას. ის დაცვას სახეში წიწაკის სპრეის ასხამს და გარბის. საბოლოოდ, მას სასახლიდან აგდებენ, მინისტრს კი (უცნაური გვარით-მამბა) პოსტს ატოვებინებენ და ციხეში სვამენ.

არ ვიცით რამდენად განიცდიდა ქმარი, მაგრამ ფაქტია, მას ნამდვილად ჰყავს ადამიანები, რომლებთანაც შეუძლია დამშვიდდეს - დანარჩენი 14 მშვენიერი ცოლი.




presa.ge