რომელ სფეროშია ყველაზე დაბალი ხელფასი საქართველოში?
- 2015-12-17 12:34:46
- 2785 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 930 ლარი შეადგინა. 2015 წლის მეორე კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 0.4%-ით შემცირდა, ხოლო 2014 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 9.3%-ით არის გაზრდილი.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში - 1500 ლარი. მეორე ადგილზეა მშენებლობა - 1413 ლარით, ხოლო მესამეზე სახელმწიფო მმართველობაა - 1313 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი კი განათლების სფეროშია - თვეში საშუალოდ 470 ლარი. საფინანსო სექტორში, სახელმწიფო მმართველობაში და განათლებაში მეორე კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი შემცირდა, ხოლო მშენებლობაში გაიზარდა.
სექტორები |
საშუალოხელფასი |
საფინანსო საქმიანობა |
1500 |
მშენებლობა |
1413 |
სახელმწიფო მმართველობა |
1313 |
სამთომოპოვებითი მრეწველობა |
1229 |
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა |
1219 |
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება |
1126 |
ოპერაციები უძრავი ქონებით |
1095 |
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება |
843 |
დამამუშავებელი მრეწველობა |
825 |
ვაჭრობა |
791 |
სასტუმროები და რესტორნები |
614 |
სოფლის მეურნეობა |
593 |
განათლება |
470 |
წყარო: Forbes.ge