მოდელი ბარ რაფაელი დააპატიმრეს
- 2015-12-18 11:09:12
- 5268 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ებრაელი ტოპ-მოდელი ბარ რაფაელი გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაშია ეჭვმიტანილი. ისრაელის საგადასახადო სამმართველომ მოდელს ბარტერულ ჰონორარებთან დაკავშირებით წაუყენა ბრალდებები. საქმე 260 ათას დოლარს ეხება, რომელიც ბარმა სხვადასხვა დროს სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობის შედეგად მიიღო.
საქმესთან დაკავშირებით, 30 წლის მოდელის გარდა, მისი დედა და ძმაც იკითხებიან. ისრაელის საგადასახადო სამმართველოში 12-საათიანი დაკითხვის შემდეგ, ტოპ-მოდელი ფინანსური გარანტიის პირობით გაათავისუფლეს. დაკითხვაზე ბარ რაფაელის ბუღალტერმა განაცხადა, რომ არაფერი იცოდა მოდელის "შავ" შემოსავლებზე.
შეგახსენებთ, რომ მოდელი ცოტა ხნის წინ მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს ხვდებოდა.