jobs.ge- მნიშვნელოვანი ვაკანსია გამოქვეყნდა

ლაპლანდიური კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელფის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სქესი: ყველა
** ელფობის მინიმუმ 100 წლიანი გამოცდილება
** ინგლისურის, სინდარინის და სალაპარაკო ქუენიას ცოდნა
** მარხილის მართვის მოწმობა
** ირმების სიყვარული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ყინვაგამძლეობა
** საოფისე პროგრამების და Corel-ის ცოდნა
** საკუთარი კომპასი

მოვალეობები:

** ბავშვების ბაზრის ანალიზი და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება
** საჩუქრების ტრენდების ანალიზი და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება
** ცუდი და კარგი ბავშვების სიების მონიტორინგი
** საჩუქრების დამზადება, დახარისხება და შეფუთვა
** ირმების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: pixieრებული

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ წერილი ჩრდილოეთისკენ ან მეილზე nick@lapland.biz

წარმატებულ კანდიდატებს დაგიკავშირდებით მითითებულ ბუხარზე.

ორკები და ტროლები ნუ გამოგვეხმაურებით.




newposts.ge