მეგობრების წრეში ალკოჰოლის სმა სიცოცხლეს ახანგძლივებს

მეგობრებთან რეგულარული შეხვედრა, რომლის დროსაც დღეში საშუალოდ ერთი ბოკალი ღვინო ისმება, 77%-ით ამცირებს ბებრული ჭკუასუსტობით სიკვდილის რისკს, კერძოდ კი ალცგეიმერის დაავადებით. ასეთი შედეგები მიიღეს სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა.

ცნობილია, რომ სპირტიანი სასმელების ზომიერი მიღება ამცირებს გულ სისხლ ძარღვთა დაავადებების და ინსულტის რისკს. მაგრამ იმ მონაცემთა ფონზე, რომ სასმელი უარყოფითათ მოქმედებს ტვინის უჯრედებზე, სასმელის როლი ბებრული ჭკუასუსტობის ანდა დემენციის განვითარებაზე ცალსახად უარყოფითათ ითვლებოდა. იმისათვის, რომ შეემოწმებინათ ეს დებულება, დანიელი მეცნიერები 12 თვის მანძილზე აკვირდებოდნენ 321 პაციენტს, რომელთაც ალცგეიმერის დაავადება საწყის სტადიაზე ჰქონდათ. მკვლევარები პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებოდნენ და თან აღნიშნავდნენ, თუ როგორი სიხშირით და ვისთან ერთად სვავდნენ ალკოჰოლს.

მიღებული შედეგებით, ალცგეიმერის დაავადებით სიკვდილის შანსი თანაბრად ჰქონდათ მათ ვინც სვამდა მარტო ან საერთოდ არ სვამდა. ხოლო იმათ შორის ვინც მეგობრებთან ერთად დღეში თითო ჭიქა ღვინოს სვამდა, ჭკუასუსტობით სიკვდილის რისკი 77%-ით შემცირდა. მედიკოსების აზრით ალკოჰოლი, როგორც ასეთი თავის ტვინის მოქმედებას არც აუმჯობესებს და არც ასუსტებს. პაციენტებზე უფრო კარგ ზემოქმედებას სოციალური კონტაქტების დიდი რაოდენობა ახდენდა. ანუ მეგობრებთან რეგულარული კონტაქტები ბებრულ ჭკუასუსტობას შველის.



alioni.info