როგორ მოიქცა ცეზარი, როცა მას მეგობრის ღალატი შეატყობინეს?

რომის იმპერატორის გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულას ცხოვრებიდან ერთ საინტერესო ეპიზოდს შემოგთავაზებთ:

„ცეზარს ერთადერთი მეგობარი ჰყავდა, რომელსაც იგი ენდობოდა, ეს გახლდათ მისი მკურნალი ექიმი. როდესაც ცეზარს ჯანმრთელობის პრობლემა ექმნებოდა, მხოლოდ მკურნალის ხელიდან მიწოდებულ წამალს სვამდა.

ერთხელ ცეზარი თავს ცუდად გრძნობდა, სწორედ ამ დროს მან მიიღო ანონიმური წერილი, სადაც ეწერა :

„გეშინოდეს უახლოესი ადამიანის, შენი მკურნალის, მას შენი მოწამვლა აქვს განზრახული! “ ცოტა ხნის შემდეგ მკურნალი ეახლა ცეზარს და წამალი მიაწოდა, კეისარმა კი წერილი გადასცა მეგობარს. სანამ მკურნალი კითხვას დაასრულებდა, ცეზარმა წამალი ბოლომდე გამოცალა. ექიმი შიშისგან გაიყინა :

„ _ მბრძანებელო, როგორ გაბედე ჩემი მოწოდებული წამლის დალევა, მას შემდეგ, რაც ეს წერილი წაიკითხეთ?“

პასუხი ასე ჟღერდა :

„_ საკუთარ მეგობარში ეჭვის შეტანას, სიკვდილი სჯობს!“



postalioni.com