„მის მსოფლიო 2015“ ესპანეთის წარმომადგენელი გახდა
- 2015-12-20 10:51:48
- 5697 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ჩინეთის ქალაქ სანიაში სილამაზის საერთაშორისო კონკურსი „მის მსოფლიო 2015“-ის ფინალური შოუ გაიმართა.
65-ე „მის მსოფლიო“ ესპანეთის წარმომადგენელი გახდა. ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს ხუთი ფინალისტი – ინდონეზიის, იამაიკის, ლიბანის, რუსეთისა და ესპანეთის წარმომადგენელი ეცილებოდა.
პირველი ვიცე-მის მსოფლიო რუსეთის, ხოლო მეორე - ინდონეზიის წარმომადგენელი გახდა.
„მის მსოფლიო 2015“-ში საქართველოს სახელით ნუკა ყარალაშვილი მონაწილეობდა.
ამასთან, ხვალ ლას ვეგასში, სილამაზის საერთაშორისო კონკურსი „მის სამყარო 2015“-ის გრანდიოზული ფინალური შოუ გაიმართება.
„მის სამყარო“-ს ფინალზე საქართველოს „მის საქართველო 2011“-ის ტიტულის მფლობელი, „იმიჯ ცენტრი“-ს მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი წარადგენს.
info9.ge