"ქმარი მოკლა, მაგრამ შვილი, როგორც ჩანს შემოაკვდა"
- 2015-12-21 09:21:53
- 1515 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"სად იყო ღმერთი, როცა მათ ასე უმოწყალოდ ხოცავდნენ?!"
საზოგადოება შეძრა გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე მომხდარმა შემზარავმა ტრაგედიამ. ძალოვნებმა 25 წლის მაგდა პაპიძე ქმრისა და 5 წლის ვაჟის, თორნიკეს მკვლელობაში ამხილეს. არსებული ინფორმაციით, მაგდამ თავიდან აღიარა ჩადენილი დანაშაული და გამოძიებას დეტალური ჩვენებაც მისცა, თუმცა მალე ეს ჩვენება შეცვალა და შემზარავი დანაშაული უარყო. ახლა სამართალდამცავები ცდილობენ იმის გარკვევას, თუ რა გახდა ქაფიაშვილების ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი.
20 დეკემბერს, გამთენიისას, ფერაძის ქუჩის მაცხოვრებლებს კივილი შემოესმათ. გარეთ გასულებს შემზარავი სურათი დახვდათ. სადარბაზოს შესასვლელთან ეგდო დასისხლიანებული 27 წლის ომარ ქაფიაშვილი. იქვე ახლოს მისი 5 წლის ვაჟი. ომარის დედა და ცოლი კი შველას ითხოვდნენ.
მეზობლის მონათხრობი:
- 3 საათი სრულდებოდა საპირფარეშოში გავედი, მაშინ არანაირი ხმაური არ გამიგია, დავწექი დასაძინებლად და ცოტა ხანში ქალის კივილი შემომესმა, მიშველეთო! მეგონა, ბიჭებმა დალიეს უბანში და ერთმანეთს აუშარდნენ. კივილი რომ არ შეწყდა, ფანჯარაში გავიხედე. ჩემი მეზობელი გიორგი დავინახე, სასწრაფოში რეკავდა. მაგდაც ვიცანი ქერა თმით, ყვიროდა, მიშველეთო! იქვე იყო ოთარის დედა, ლილი და საწყალი ისტერიკაში იყო. მაშინვე გარეთ გამოვედი და ძირს დაგდებული ომარს მივვარდი საშველად. ექთანი ვარ, იქნებ ვუშველო-მეთქი. ბიჭს პულსი არ ესინჯებოდა, მივხვდი უკვე მკვდარი იყო. ამ დროს დავინახე მეორე კუთხეში მეზობლები აჩოჩქოლდნენ, მაშინღა შევნიშნე ბავშვი. ახლა ბავშვისაკენ გავიქეცი. თორნიკეც ძირს ეგდო და ხალხი ეხვეოდა. ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარე, მეზობელიც მეხმარებოდა, მაგრამ ვერ ვუშველე, პატარა ჯერ კიდევ თბილი იყო, მაგრამ აღარ სუნთქავდა... ამასობაში სასწრაფოც მოვიდა. ამ საშინელების შემხედვარე მოსასულიერებელი გავხდი... მაგდა იქ თავიდან ნამდვილად შევნიშნე, მერე რა ხდებოდა, მართლა არაფერი მახსოვს. შეძრული ვარ. ასეთი საშინელება რატომ დატრიალდა არ ვიცი. მეზობლებიც ამბობენ, ჩხუბის ხმა არ გაგვიგიაო. ჩემი ოთახი ცოტა მოშორებით არის, მეც არაფერი გამიგია. ოთარის დედაც აქვე ცხოვრობს. ომარი და მაგდა ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდნენ, ცოტა მოშორებით სამზარეულო ჰქონდათ, იმ სამზარეულოში იძინებდა ომარის დედა ლილი. არც მას გაუგია არანაირი ხმაური. რა მოხდა, სიმართლე ნამდვილად არ ვიცი. წაიკითხეთ სრულად