მარინა აბრამოვიჩი – შეხვედრა 22 წლის შემდეგ

­2010 წელს, სერბ ხელოვანს, მარინა აბრამოვიჩს, ჰქონდა პატივი ყოფილიყო ნიუ-იორკის “თანამედროვე ხელოვნების” მუზეუმში გამართული ღონისძიების მთავარი მოვლენა.

მარინა აბრამოვიჩი და ულაი - "ერთად სუნთქვა"
მარინა აბრამოვიჩი და ულაი – “ერთად სუნთქვა”

სერბი მარინა აბრამოვიჩი და გერმანელი უვე ლაისიპენი (ულაი) 1976 წელს ამსტერდამში შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრის დღიდან, მათ ერთი სხეულივით დაიწყეს ცხოვრება: იცვამდნენ ერთნაირად, ერთად ახორციელებდნენ ფანტასტიკურ და ხშირად გიჟურ პერფომანსებს, ერთი სიტყვით ქმნიდნე ხელოვნებას და ამით საზრდოობდნენ. ერთმანეთს “ერთი სხეულის ორ თავს” უწოდებდნენ.

1977 წელს დადგმული პერფორმანსისთვის “ერთად სუნთქვა”, ხელოვნები გარკვეული მეთოდის საშუალებით “პირებით გადაებნენ” და ერთმანეთის ჰაერს იქამდე ინაწილებდნენ, სანამ ჟანგბადი არ დამთავრდა. სახიფათო ექსპერიმენტის დაწყებიდან 17 წუთის შემდეგ ორივე უგონოდ დაეცა და საავადმყოფოში მოხვდა.

80-იანი წლების მიწურულს მათ ურთიერთობაში პრობლემებმა იჩინეს თავი. დადგა ის მომენტიც, როდესაც “ერთი სული და ერთი ხორცი” ერთმანეთს უნდა გაყროდა.

ხელოვანი ადამიანების შესაფერისად მათი დაშორების სცენაც არ ყოფილა ბანალური, პირიქით მეტად საინტერესო და დრამატული გამოდგა. 1988 წელს, მარინა აბრამოვიჩი და ულაი ჩინეთის კედლის ორი უკიდურესი წერტილიდან ერთმანეთისკენ გამოემართნენთ . როდესაც მათი გზები გადიკვეთა, შეყვარებულები უკანასკნელად მოეხვივნენ ერთმანეთს და გამოემშვიდობნენ, სამუდამოდ გაქრნენ ერთმანეთის ცხოვრებიდან.

ჩვენი ურთიერთობის დასრულებას მხოლოდ ასე წარმოვიდგენდით. ეს ძალიან ადამიანური იყო, უფრო დრამატული, თუმცა სწორი. ულაიმ სვლა გობის უდაბნოდან დაიწყო, მე ყვითელი ზღვიდან. მას შემდეგ რაც ორივემ 2500 კილომეტრი გავიარეთ და ერთმანეთს შევხვდით, სამუდამოდ დავემშვიდობეთ ერთმანეთს

წერს მარინა აბრამოვიჩი
თუმცა მუხანათმა დროებამ ამ სცენას წერტილი ჩინეთის კედელთან არ დაუსვა. 2010 წელს მარინა აბრამოვიჩმა პერფომანსი, სახელად “ხელოვანი აწმყოა” ნიუ-იორკის ერთ-ერთ მუზეუმში გამართა. მისი იდეა მდგომარეობდა შემდეგში: ხელოვანი თითოეულ მოხალისეს, რომელიც მის წინ არსებულ სკამზე მოკალათდებოდა, თვალებში უმზერდა. მხოლოდ უმზერდა, ყოველგვარი ზედმეტი სიტყვის გარეშე.

მთელი ამ წარმოდგენის მანძილზე, რომელსაც დაახლოებით 716 საათი დაეთმო, ხელოვანმა 1500 ადამიანის “სულში ჩახედვა” მოასწრო. თუმცა ერთ-ერთი მზერა ყველასგან განსხვავებული და ემოციური გამოდგა: მარინა აბრამოვიჩმა და ულაიამ ერთმანეთი 22-წლიანი განშორების შემდეგ კვლავ იხილეს.



madmind.ge