
"მის კოლუმბია" გამიზნულად დაამცირეს - "მის სამყაროს" "შეცდომა" წინასწარ იყო დაგეგმილი
- 2015-12-22 11:10:55
- 10136 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

„მის სამყარო 2015"-ზე მომხდარი სკანდალის ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება.როგორც დასავლური ტაბლოიდები ირწმუნებიან, გამარჯვებულის შეცდომით დასახელება წინასწარ იყო დაგეგმილი და "მის კოლუმბია" გამიზნულად დაამცირეს.ვერსიის თანახმად, "მის სამყარო 2015"-ზე მომხდარი "შეცდომა" შეცდომა სულაც არ იყო. აღსანიშნავია, რომ შარშანდელმა "მის სამყარომ", ასევე კოლუმბიელიმა პაულინა ვეგამ ამერიკელი პოლიტიკოსი დონალდ ტრამპი მისი რასისტული გამონათქვამების გამო გააკრიტიკა. ვინაიდან, "მის სამყარო" დონალდ ტრამპის ეგიდით ტარდება, კოლუმბიის წარმომადგენლის "დამცირება" გადაწყვიტეს.სკანდალური ინციდენტი, ლას-ვეგასში ჩატარებული "მის სამყარო 2015"-ის ფინალზე მოხდა. კონკურსის წამყვანმა სთივ ჰარვიმ გამარჯვებულად 21 წლის კოლუმბიელი კონკურსანტი - არიადნე გუტიერეს არევალო დაასახელა. გამარჯვებულის გვირგვინი ყოფილმა "მის სამყარომ" ასევე კოლუმბიელმა პაულინა ვეგამ კოლუმბიის წარმომადგენელს დააგდა. შეცდომის აღმოჩენის შემდეგ კი გუტიერესს, შარშანდელმა გამარჯვებულმა გვირგვინი მოხსნა და ფილიპინების წარმომადგენელს, 26 წლის პია ალონსო ვურტცბახს გადასცა. გავრცელებული ცნობით, კოლუმბია, როგორც ქვეყანა, "მის სამყაროს" საორგანიზაციო კომიტეტის წინაღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს და სახელმწიფოს წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
newposts.ge