რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა სპერმატოზოიდების ზედაპირზე
- 2015-12-23 09:02:23
- 5027 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სპერმატოზოიდების ზედაპირზე მეცნიერებმა ბადურას პიგმენტების მონათესავე ცილები აღმოაჩინეს. ვეიცმანის მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარებმა გაარკვიეს, რა ეხმარება მამაკაცის სასქესო უჯრედებს განაყოფიერების პროცესში მიზნის მიღწევაში. მაიკლ ეიზენბახმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ სპერმატოზოიდები საოცრად ნატიფ რეაგირებას ახდენენ განაყოფიერების არეალში ტემპერატურულ ცვლილებასა და კვერცხუჯრედის მიერ გამოყოფილ ქიმიურ სიგნალებზე. მამაკაცის სასქესო უჯრედებს მეტად ნატიფი მგრძნობელობა აქვთ. მათ უმნიშვნელო ტემპერატურულ ცვლილებაზეც (გრადუსის მეათასედ ნაწილზე) კი შესწევთ რეაგირების უნარი. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ეს უნარი ოპსინის ცილებს უკავშირდება. ცნობილია, რომ ოპსინის ცილები მხედველობის ორგანოს ფუნქციობაში იღებენ მონაწილეობას. წაიკითხეთ სრულად