"რომ დამჩეხონ, მაინც არ ვაღიარებ ქმრისა და შვილის მკვლელობას"
- 2015-12-23 10:34:51
- 1626 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სასამართლოს ჩვენება მისცა. ბრალდებული მეუღლისა და შვილის მკვლელობას არ აღიარებს.
როგორც პაპიძემ პროცესზე განაცხადა, მას მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. მისი 27 წლის ქმარი პათოლოგი იყო. ბრალდებული ამბობს, რომ საკუთარი მეუღლის მიმართ ზიზღი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სხვა მამაკაცი შეუყვარდა. მისივე თქმით, დიღმის პოლიციაში მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.
droni.ge