
როგორ ვიმკურნალოთ ჯიბლიბო (ხალხური რჩევები)
- 2015-12-24 18:59:29
- 5628 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ჯიბლიბო არის წამწამის ძირში განლაგებული ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვანი ანთება. მისი მკურნალობის ხალხური რჩვები არის შემდეგნაირი:
1. აიღეთ ალოეს საშუალო ზომის ფოთოლი (15 გრ), დააქუცმაცეთ და მოათავსეთ 1 ჭიქა ანადუღარ ცივ წყალში 6 საათის განმალვობაში. გაწურეთ და ამ ნაყენით ამოიბანეთ დაავადებული თვალები. ან ასე: მოჭერით ფოთოლი, გამოწურეთ წვენი და განაზავეთ ანადუღარ წყალში 1:10 - თან პროპორციით, შემდეგ კი ამოიბანეთ თვალები.
2. 4-5 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 1/4 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ცოტა ხანს დააყენეთ, გადაწურეთ და დალიეთ.
3. ჯიბლიბოს ასევე შველის ახალგამომცხვარი ჭვავის პურის გულის კომპრესი.